„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2015 წლის 2 თებერვალი დ. თიანეთი |
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.154.016198) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათ. ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3,492.8 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 200,0 ათ. ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3,037.5 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3696,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 530,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 530.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
ათასი ლარის ოდენობით.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
რაიონში შესაძლო მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გამჯობესება. სამმართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანპორტირების უზრუნველყოფა.
მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედება, აგრეთვე სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუცია და მოვლე-შენახვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა დადაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე ერთ ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და დასუფთავების ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათებისა და წყლის სისტემის არსებული ქსელის მოვლა - შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარული მდგომარეობისგაუმჯობესება.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებაგარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია.
მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაბის სანიაღვრე არხების გაწმენდა, ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის დროს დაბა თიანეთსა და დაბა სიონისგზების თოვლის საფარისგან გაწმენდა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის მნიშვნელოვნად დაბალ ფასებში გადაადგილების მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელთაც ხშირად უწევთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია დასკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და ინვენტარით უზრუნველყოფა;
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ცამეტი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 300 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას.აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულება, სადაც იქნება ინგლისურის, კომპიუტერის, მათემატიკის, ჭადრაკის პროგრამების შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლები და სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი
გამოყოფილი თანხა გადანაწილებულია შემდეგნაირად.
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. სპორტული სკოლის დაფინანასება, რომლის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წეისის დამკვიდრებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დ. სიონის ,,სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი სიონი-2010“, სადაც ფუნქციონირებს კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის და საბავშვო მოედნები. აღნიშნული კომპლექსის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დაბა სიონის ადგილობრივმოსახლეობასა და დამსვენებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას.
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. საახალწლოდ იგეგმება დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ელექტრონული გაფორმება გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სტუმრები.ზაფხულში იგეგმება „თიანეთობის“ დღესასწაული, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართული ხალხური ტრადიციების აღდგენა-გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. ტრადიციული საზარეულოს პოპულარიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, იმართება სხვადასხვა სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, იგეგმება კონკურსები და ფოლკროლური კონცერტი.
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. დ. თიანეთში ფუნქციონირებს ა.(ა.)ი.პ. სამუსიკო სკოლა. სკოლის დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2014 წელს გაგრძელდება ადგილობრივი უკვე არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება და მუნიციპალიტეტის სოფლებში გაუქმებული ბიბლიოთეკების ბაზაზე შეიქმნება ახალი ბიბლიოთეკები.
ქვეპროგრამის ფარდგლებში დაფინანსდება დ.თიანეთის კულტურის სახლი, რომელიც წლის განმავლობაში აწყობს თეატრალურ და მუსიკალურ ღონისძიებებს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საღამოებს, კულტურის სახლი აწყობს ასევე საქველმოქმედო კონცერტებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მირზა გელოვანის სახელობის სახლ-მუზეუმი და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მუზეუმების დაფინანსება ხელშეუწყობს ადგილობრივი და ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ადგილობრივი გაზეთი. აღნიშნული ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელებას და ზოგადად კულტურის განვითარებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დაბა თიანეთში არსებული დასასვენებელი პარკი, რომლის კეთილმოწყობაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრების კომფორტულ დასვენებას და გართობას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანასდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია- მონასტრების კომუნალური ხარჯები.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
· გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები;
· იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა;
· იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
· პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა;
· საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და პიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა;
· მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას.ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების ოჯახებისათვის დახმარების გაწევა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ერთჯერადი დახმარებები ახალშობილ ბავშვებზე. პირველ-მეორებავშვზე 100 ლარი, მესამე ბავშვზე 200 ლარი, მეოთხე და მომდევნო ბავშვზე 300 ლარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 44 ბენეფიციარის ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
|