სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2015 წლის 4 თებერვალი ქ. სენაკი |
დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2015 წლის 4 თებერვალი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლების და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №36 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობათა სარგოები (ლარებში)
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
გამგებელი
2650
2
გამგებლის პირველი მოადგილე
2200
3
გამგებლის მოადგილე
1700
წამყვანი საჯარო თანამდებობა
4
სამსახურის უფროსი
1300
უფროსი საჯარო თანამდებობა
5
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი
1050
6
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი
1050
7
გამგებლის თანაშემწე
1020
8
მთავარი სპეციალისტი
720
უმცროსი საჯარო თანამდებობა
9
წამყვანი სპეციალისტი
660
10
უფროსი სპეციალისტი
630
11
სპეციალისტი
610
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე“, №3, 04.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016208 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2714259-1/