სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2015 ძალადაკარგული 10.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016209
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2015 წლის 4 თებერვალი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლი 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 24-ე და 25-ე მუხლების, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს და დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
 
დამტკიცდეს საკრებულოს აპარატის  მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა დანართი  №2-ის  შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №60 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 5
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი



 

დანართი №1

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
1.  

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2200

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1800

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1700

წამყვანი საჯარო თანამდებობა

5

აპარატის უფროსი

1500

უფროსი საჯარო თანამდებობა

6

განყოფილების უფროსი

1100

7

თანაშემწე

1000

8

მთავარი სპეციალისტი

720

უმცროსი საჯარო თანამდებობა

9

წამყვანი სპეციალისტი

660

10

სპეციალისტი

500

 

2.  

დანართი №2

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა;

3.  

თანამდებობების დასახელება

საშტატო ნუსხა

საკრებულოს აპარატი

1

აპარატის უფროსი

1

2

თანაშემწე

1

საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება

3

განყოფილების უფროსი

1

4.

მთავარი სპეციალისტი

2

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება

5

განყოფილების უფროსი

1

6

მთავარი სპეციალისტი

2