საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.018420
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
matsne.gov.ge 364 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 30.01.2015 საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 30.01.2015 საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 30.01.2015 2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 11.09.2020 2015–2016 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 30.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №36 2015 წლის 4 თებერვალი ქ.თბილისი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  89​8  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის ღირებულება შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას და განისაზღვრება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შეთანხმებით. 2. „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტით)“ გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოველწლიური თანადაფინანსება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის შეადგენს 2250 ლარს საქართველოს მოქალაქისათვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის. 3. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულების დაფარვის მიზნით, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი. 4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა რაოდენობა ამ პროგრამის ამოქმედების პირველ წელს არ უნდა აღემატებოდეს 500-ს, პროგრამის მოქმედების მეორე წელს - 1000-ს, პროგრამის მოქმედების მესამე წელს - 1500-ს და პროგრამის მოქმედების მეოთხე და შემდგომ წლებში - 2000-ს. 5. საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხები მოხმარდება კომპაქტით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების პროექტის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია გააფორმებენ შეთანხმებას საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ათვისების წესისა და პირობების შესახებ. 6. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების არა უმეტეს 25 პროცენტისა დაფინანსდება სრულად ან ნაწილობრივ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - „საქართველო“ (MCA-Georgia)“-ს შორის შეთანხმებული წესით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი