საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №20 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი |
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განახორციელოს ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც აკრედიტებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება არ საჭიროებს ავტორიზაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში და აკრედიტაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში ასახვას.
3. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის, კრედიტების რაოდენობისა და ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის შესახებ. ამ ინფორმაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ.
4. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დაამატოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
|