დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2015
ძალის დაკარგვა 01.02.2016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| № | სახელი და გვარი |
| ქონების დასახელება | ლოტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის #12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.01.2016
📋 აუქმებს — 4 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში და პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.04.2011
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.09.2010
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.04.2011
- დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.11.2011
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის
უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 5 თებერვალი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის
უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 115-ე მუხლის, 165-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“ დანართის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №2);
ბ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №3);
გ) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4);
დ) უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელ მოწმობა (დანართი №5);
ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №6);
ვ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7);
ზ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №8);
თ) აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა ბეს დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №9);
ი) აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №10);
კ) სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №11).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge., 15.10.2010., N 010260050.35.169.016044).
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge., 05.012.2011., № 040170070.35.169.016065).
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge., 13.05.2011., №200230000.35.169.016043).
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში და პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge., 13.05.2011.,N010260050.35.169.016044).
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილენუგზარ პაპიაშვილი
დანართი №1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო -დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია;
დ) განკარგვა − დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ე) პრივატიზება−დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში-კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით;
ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა −დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მართვის უფლებით გადაცემა − დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
თ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა -დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;
ი) პრივატიზაციის გეგმა - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;
კ) უპირობო აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
ლ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ნ) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ო) აუქციონატორი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
პ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
ჟ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
რ) ბე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;
ს) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული წილები და აქციები;
ტ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში;
უ) ლოტი - აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება;
ფ) მომხმარებელი - შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი;
ქ) საგარანტიო თანხა - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა.
მუხლი 3🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მუხლი 4🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დაადგინოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება
1. ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
2. ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება.
3. ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას უზრუნველყოფს აუქციონატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-4 თავის შესაბამისად.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ან პირთა გაერთიანება.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონი ცხადდება აღმასრულებელი ორგანოს მიერ.
8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 6🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების/გამოცხადების ორგანიზებას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ
10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად).
4. თუ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს თავის ვებგვერდზე www.dedoplistskaro.ge და ვებგვერდზე www.eauction.ge, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთი „შირაქი “.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
გ) ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას;
ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს;
ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
კ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას;
ლ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
7. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან წილის საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში;
ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
8. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ელექტრონული აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური;
ბ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ ფარგლებში, განსაზღვრული წარმომადგენელის (რწმუნებული) ავანსის ან/და მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
მუხლი 7🔗.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებული წესებისა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესებისა და აუქციონის პირობების (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონებისთვის ცალ-ცალკე.
4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 8🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინ რეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 5 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 5 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.
მუხლი 9🔗.
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს ან/და აუქციონის ჩამტარებელს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:
ა) შეიძინოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
მუხლი 10🔗.
ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია, როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია ასევე გააქტიურებით (ელექტრონულად).
2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს შესახებ დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს შესაბამისი გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს შესახებ, დასახელების ანგარიშის/ანგარიშების
(მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში, მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად, გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის ვებგვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 11🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებულ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება–მოვალეობებს. ოქმი უნდა შედგეს აუქციონის დასრულებისთანავე. ოქმის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება).
2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადაეცემა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
7. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს და წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს, ასევე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
მუხლი 12🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა
1. თუ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა დადაცვაზე.
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისაგან შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1% დარღვევის დღიდანყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
8. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე,
პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 13🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება.
განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.
თავი II
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუხლი 14🔗.
ზოგადი დებულებები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
2. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით;
ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი, განაცხადს წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
მუხლი 15🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით, ან პირდაპირი განკარგვის ფორმით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებსდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პირდაპირი განკარგვის წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს, სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 16🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიული პირებს.
3. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) ადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 17🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია, მხოლოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის, ფორმდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება).
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗.
აუქციონის ორგანიზება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 19🔗.
პირდაპირი განკარგვის წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისუფლებით გადაცემის ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში. რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
თუკი, ერთი და იმავე ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლების გადაცემისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შესულია რამდენიმე განცხადება, აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი.
2. პირდაპირი განკარგვის წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
3. პირდაპირი განკარგვის წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
მუხლი 20🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.
4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში სარგებლობის უფლების გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს და წერილობითი სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ნიმუშს ამტკიცებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
5. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით მათ შორის ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ვ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
6.ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირი.
მუხლი 21🔗.
მუნიციპალიტეტისდედოფლისწყაროს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
თავი III
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა
მუხლი 22🔗.
ზოგადი დებულებები
1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი მართვის უფლებით გადაცემის შესახებ.
3. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 23🔗.
აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები
1. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი აუქციონი) შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
4. აუქციონის პირობებს ადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მართვის უფლებით გადასაცემი აქციების ან/და წილების მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 24🔗.
აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადამცემი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი.
3. ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით დადგენილი გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, დამატებით შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას აქციების საერთო რაოდენობის შესახებ, ნომინალური ღირებულების მითითებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს.
4. საჭიროების შემთხვევაში აუქციონის პირობებად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში).
მუხლი 25🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, გარიგებათა გაფორმებისას გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 26🔗.
აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მოთხოვნისთანავე წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიში) შესაბამისი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
2. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილები. ამასთან, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
3. შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, აქციების ან წილების მართვის უფლების მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) წილების/აქციების მართვის უფლების გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო მვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. თუ წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. წილების/აქციების მართვის უფლების მიმღებს ჩამოერთმევა აქციების ან წილების მართვის უფლება.
თავი IV
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა
მუხლი 27🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, რომელსაც ამტკიცებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, დედოფლისწყაროს აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
მუხლი 28🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის 27-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 29🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის საფასურს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ წესის 27-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7 %-ის ოდენობით.
3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ქირის საფასური განისაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 30🔗.
წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ს ოდენობით.
მუხლი 31🔗.
საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არგანიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
თავი V
საჯარო აუქციონი
მუხლი 32🔗.
საჯარო აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება
საჯარო აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 33🔗.
საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), გამოიყენება ამ წესის მე6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას თავის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
4. ამ მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%ს და არა უმეტეს 80%ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
5. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ამ მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს.
8. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები, ამტკიცებს კომისიის მუშაობის წესს და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის (კომისიის თავმჯდომარე) სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 34🔗.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს (რეგისტრატორს) წარუდგენს:
ა) განაცხადს ამ წესის მე2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალცალკე.
5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის რეგისტრატორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში მონაწილე) სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმებით.
მუხლი 35🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. სააუქციონო კომისიის რეგისტრატორი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის აუქციონატორი.
4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის აუქციონატორი აცხადებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლებამოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის გამგებელი.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
11. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 36🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებული იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით საჯარო აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 37🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
2. საჯარო აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 38🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე12 მუხლით დადგენილი წესით.
დანართი №2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
,, ----------“ ,,-----------“ 20 წ. ქ. დედოფლისწყარო
1. წინამდებარე ოქმი გაიცა ---------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების -----------------------------------------------------------------------------------------------(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომი პრივატიზების მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის ---------- ,,-----------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის ---------- ----(----------------------- ) საფუძველზე ის გამოვლინდა
ციფრებით სიტყვიერად
გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით, ძირითადი და უფლება-მოვალეობების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება--------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან,მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე).
2. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკითდატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
5. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
7. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან
2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- /--------------------------------/
ხელმოწერა სახელი გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) --------------- ------------/-----------------------/
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
,, ___ “ ,,___________ “ 20 წ. ქ. დედოფლისწყარო
1. წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა), სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალური ქონების
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------------- (----------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომში პრივატიზების მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის „`----------„ `“------------------„ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- (----------------------------------------) ლარი,
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანულიკანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება ------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა ) გადაიხადოს აუქციონის პირობებით
გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № ----------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ,,ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას
4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
1. -----------------------------------------------------------------------------------
2. -----------------------------------------------------------------------------------
3. -----------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
1. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მყიდველის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.1%
9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
2. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადაო საკითხები განიხილება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან.
2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე
------------------------------------ -------------------------------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი
----------------------------- -----------------------------------------------
ხელმოერა სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №4
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში -------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი ----------------------------- კვ.მ. -----------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი ----------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი------------------------------------
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
გამგებელი --------------------------------
სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №5
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------------––––––--
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულულების მიწის ნაკვეთი ფართობით --------------- კვმ. რომელიც მდებარეობს ----------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობა)
საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონშიგამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი ------------------------------------
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
გამგებელი --------------------------------
სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №6
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) -----------------------------
მისამართი: ------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი თვე წელი)
გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
---------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით.
ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ).
დანართი №7
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ----------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე/წელი)
პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა.
ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე” და ბილეთის ფასი.
დანართი:
1.პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ.
დანართი №8
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ------------------
მისამართი: ------------------------------
ტელ.: --------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე /წელი)
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამოცხადებულ აუქციონში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ----------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი) .
ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ).
დანართი №9
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ------------------------------
მისამართი: -------------------------------------------------------
ტელ: ----------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის --- (რიცხვი/თვე-)---------------------------- მივიღე მონაწილეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ აუქციონში --------------------------------------------
(ქონების დასახელება)
----------------------- პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად.
გთხოვთ,გადახდილი„ბე“ ---------------------------------------- დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
(თანხა ციფრებით,სიტყვიერად)
მიმღები
საიდენტიფიკაციო კოდი
მიმღები ბანკი
ბანკის კოდი
ანგარიშის ნომერი
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ).
დანართი №10
აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადის შემოტანის
თარიღი და დრო
საპრივატიზებო
ობიექტი
შენიშვნა
ქონების დასახელება
ლოტი
1
2
3
4
5
6
დანართი №11
სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა
რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადის შემოტანის
თარიღი და დრო
სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება
შენიშვნა
1
2
3
4
5
6