უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-133/ო
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. სს ,, ჩემი ოჯახის კლინიკის” (ს/კ 204488063 ფაქტობრივ მისამართი: ქ. თბილისი, აეროპორტი) ნაცვლად დაფიქსირდეს სს ,, სამედიცინო კორპორაცია ევექსი” (ს/კ 404476205) და სს ,, სამედიცინო კორპორაცია ევექსზე” (ფაქტობრივი მისამართი; ქ. თბილისი, აეროპორტი) გაიცეს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია.”
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს ,,ჩემი ოჯახის კლინიკაზე” (ქ. თბილისი, აეროპორტი) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის“ – სალიცენზიო მოწმობა №002023 ბრძანება №02-54/ო 15. 03. 2011წ.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის” გენერალური დირექტორის გ. მინდიაშვილის განცხადებები: №8218, 30.01.2015წ., № 9093 02.02.2015წ. და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე