დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2015
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 522 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.11.2015 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.06.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.02.2023 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.02.2015 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2015 წლის 6 თებერვალი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის  „საპატიო მოქალაქის“ წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1  შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  მოწმობის ფორმა  დართი №2-ის მიხედვით. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი  დანართი №1  დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ამ წესით  განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი. 2. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე. ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და დუშეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრ- დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს; გ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) საკრებულოს სიითი  შემადგენლობის 1/3-ს; ვ) საინიციატივო ჯგუფს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით. 2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს: ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან  პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები; დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა; ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3 X4. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს. 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს გამგებელს. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით. 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, საზეიმო ვითარებაში, სახალხო დღესასწაულზე „დუშეთობა“. განსაკუთრებულ შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეიტანება დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 6. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის  საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ან დუშეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება. დ)  საკუთარი სურვილით. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.    დანართი №2                      დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა დუშეთის  მუნიციპალიტეტის / საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის,  ----------------------------------------------------------------------------------------------  (სახელი, გვარი) დუშეთის  მუნიციპალიტეტის გამგებლის -------  წლის ------------ №-----  ბრძანებით, მიენიჭა დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება  გამგებლის ხელმოწერა და ბეჭედი