კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2023 წლის 17 თებერვალი ქ. კასპი |
მიღებულ იქნეს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართი №1- ის შესაბამისად.
|
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მისივე თანხმობით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი კასპის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) პირის წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისთვის.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების უფლება ენიჭება კასპის მუნიციპალიტეტის მერს.
4. კასპის მუნიციპალიტეტის მერი „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და სამკერდე ნიშნის ფორმას:
ა) ბრძანებით ამტკიცებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დამზადებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია;.
3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე კასპის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს კასპის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
4. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინაარმდეგ;
გ) საკუთარი სურვილით.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2023.
- როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.02.2023. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.149.016493.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.04.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №5, 17.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.149.016493 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5725749/