„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2023 წლის 21 აპრილი ქ. კასპი |
ა) დადგენილების 1-ლ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება და დადგინდეს ამ წოდების მინიჭების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
|
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მისივე თანხმობით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი კასპის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების უფლება ენიჭება კასპის მუნიციპალიტეტის მერს.
4. კასპის მუნიციპალიტეტის მერი „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და სამკერდე ნიშნის ფორმას:
ა) ბრძანებით ამტკიცებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დამზადებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია.
3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე კასპის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს კასპის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
4. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;
ბ) ქმედება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმება ასევე შესაძლებელია საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის საკუთარი სურვილით.
3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების უფლება აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.