2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2015 ძალადაკარგული 15.01.2016
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
470060000.35.170.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (13 მუხლი)
 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის  №73 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს 2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა), რომელსაც არ ითვალისწინებს საყოველთაო სადაზღვევო მომსახურება. პროგრამის მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2
პროგრამა ვრცელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე, რომელთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა არ შედის სადაზღვევო პაკეტში.
მუხლი 3
სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:

1.ტომოგრაფია, კორონაროგრაფია - ლიმიტი - 500.00 ლარამდე.  დაფინანსდება წელიწადში ერთხელ:

ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%;

ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%;

გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%;

დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%;

ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%;

ვ) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%.

1.1. ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ქრ. C ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა: 

ე) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%.

2. სტაციონარული სამედიცინო მომსახურება: ოპერაციების თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ; ოპერერაციების თანადაფინანსება 1000.00 ლარამდე -100%-ით ოპერაციის თანადაფინანსება,  1000.00 ლარიდან 3000.00 ლარამდე -50%-ით;

ა) სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური ამსახველი სარეიტინგო ქულა 70000- ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახები;

გ) მარჩენალდაკარგულები;

დ) 18 წლამდე ბავშვები (შშმ პირები);

ე) ონკოლოგიური ავადმყოფები.

3.აუტიზმით და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება 18 წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში ერთხელ ლიმიტი- 1000.00 ლარი.

4. ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50.00 ლარს) – 500.00 ლარამდე, დაფინანსება წელიწადში ერთხელ:

4.1.ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ქრ. C ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა: 

ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%.

მუხლი 4
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა) განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ასლებს;

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტს - ფორმა №100.

დ) ანგარიშ-ფაქტურას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უმწეობის დამადასტურებელ მოწმობას;

ვ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, წერილი სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით.

მუხლი 5
დადგენილების საფუძველზე ეთხოვოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შექმნას კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. 
მუხლი 6
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის  და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრა დაფინანსების ოდენობა.
მუხლი 7
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის გადაწყვეტილების საფუძელზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
მუხლი 8
საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღის ოდენობით.
მუხლი 9
ბენეფიციარი და სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურეობა და დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით.
მუხლი 10
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.
მუხლი 11
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიას.
მუხლი 12
კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართოს დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 13
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის  №73 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს 2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა), რომელსაც არ ითვალისწინებს საყოველთაო სადაზღვევო მომსახურება. პროგრამის მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მუხლი 2🔗

პროგრამა ვრცელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე, რომელთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა არ შედის სადაზღვევო პაკეტში.

მუხლი 3🔗

სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:
1.ტომოგრაფია, კორონაროგრაფია - ლიმიტი - 500.00 ლარამდე.  დაფინანსდება წელიწადში ერთხელ:

ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%;

ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%;

გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%;

დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%;

ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%;

ვ) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%.

1.1. ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ქრ. C ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა: 

ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%;

ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%;

გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%;

დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%;

ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%;

ე) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%.

2. სტაციონარული სამედიცინო მომსახურება: ოპერაციების თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ; ოპერერაციების თანადაფინანსება 1000.00 ლარამდე -100%-ით ოპერაციის თანადაფინანსება,  1000.00 ლარიდან 3000.00 ლარამდე -50%-ით;

ა) სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური ამსახველი სარეიტინგო ქულა 70000- ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახები;

გ) მარჩენალდაკარგულები;

დ) 18 წლამდე ბავშვები (შშმ პირები);

ე) ონკოლოგიური ავადმყოფები.

3.აუტიზმით და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება 18 წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში ერთხელ ლიმიტი- 1000.00 ლარი.

4. ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50.00 ლარს) – 500.00 ლარამდე, დაფინანსება წელიწადში ერთხელ:

ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%;

ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%;

გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%;

დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%;

ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%;

ვ) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%.

4.1.ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ქრ. C ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა: 

ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%;

ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%;

გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%;

დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%;

ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%.

მუხლი 4
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ასლებს;

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტს - ფორმა №100.

დ) ანგარიშ-ფაქტურას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უმწეობის დამადასტურებელ მოწმობას;

ვ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, წერილი სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით.

მუხლი 5

დადგენილების საფუძველზე ეთხოვოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შექმნას კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.

მუხლი 6🔗

სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის  და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრა დაფინანსების ოდენობა.

მუხლი 7🔗

კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის გადაწყვეტილების საფუძელზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

მუხლი 8🔗

საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

მუხლი 9🔗

ბენეფიციარი და სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურეობა და დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით.

მუხლი 10🔗

წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.

მუხლი 11🔗

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიას.

მუხლი 12🔗

კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართოს დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 13🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.01.2016.
როდის იქნა მიღებული „2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“?
„2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 06.02.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 470060000.35.170.016090.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.01.2016-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“, №10, 06.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 470060000.35.170.016090 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2720341/