ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2015 წლის 6 თებერვალი ქ. ზუგდიდი |
2. დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმები დანართების №2; №3; №4 და № 5-ის შესაბამისად.
|
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს ფრაქციის თითოეულ წევრს აუნაზღაუროს ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს თვეში 100 ლარისა, რომლის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თანახმად დანართი №2-ისა;
ბ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიის თითოეულ წევრს აუნაზღაუროს კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს თვეში 200 ლარისა, რომლის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თანახმად დანართი №3-ისა;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საკრებულოს თითოეულ წევრს საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, აუნაზღაუროს არაუმეტეს თვეში 200 ლარისა.
2. განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ინფორმაციას აპარატი წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თანახმად დანართი №5-ისა.
3. ხარჯების ანაზღაურების თობაზე ინფორმაციას თან ერთვის საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების სხდომის ოქმები.
4. საკრებულოს თავმჯდომარე ცვლილებებით ან უცვლელად, ამტკიცებს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას და გადასცემს საკრებულოს აპარატს.
5. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების გეგმიური სხდომების შემთხვევაში.
6. საკრებულოს აპარატი ყოვეთვიურად უზრუნველყოფს ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარეს ___________________
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია _______________ წარმოგიდგენთ 20__ წლის _____________ თვეში ფრაქციის წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თობაზე ინფორმაციას.
ფრაქციის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი) შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარეს ___________________
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს _______________ კომისია წარმოგიდგენთ 20__ წლის _____________ თვეში კომისიის წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თობაზე ინფორმაციას.
კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი) შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარეს __________________
წარმოგიდგენთ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების 20__ წლის _____________ თვეში საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ინფორმაციას.
საკრებულოს აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი) შემსრულებელი: (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი) შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
|
ვამტკიცებ:
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ 20__ წლის _____________ თვეში გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
საკრებულოს აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი)
შემსრულებელი: (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი) |