„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5/2015
სარეგისტრაციო კოდი
040030000.15.008.016169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №5/2015

2015 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” 111, მე-19, 29-ე-32-ე, 362, 363 მუხლებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

1. მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს სწავლების ცენტრის თანამშრომლებს. სწავლების ცენტრის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები ვაკანტურ თანამდებობებზე შეირჩევიან კონკურსის შედეგად.“

მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61, 62, 63 და 64 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„61. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით, სწავლების ცენტრის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით, იქმნება სწავლების ცენტრის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 111 მუხლის მეორე პუნქტის, 362 და 363 მუხლების საფუძველზე. კონკურსის ჩატარების წესი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და შექმნის პირობები განისაზღვრება „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით.

62. სწავლების ცენტრის დირექტორის წარდგინების შესაბამისად, ცესკოს ნორმატიული აქტით დგინდება სწავლების ცენტრში ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში თანამშრომელთა მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

63. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობიდან ათავისუფლებს სწავლების ცენტრის თანამშრომლებს.

64. სწავლების ცენტრის დირექტორი ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და მოვალეობებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი