სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018427
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №42
2015 წლის 11 თებერვალი
ქ.თბილისი
„სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სპორტული შეჯიბრებების (განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით) მანიპულაციების გახშირებული ფაქტების გათვალისწინებით და აღნიშნულის წინააღმდეგ წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის უზრუნველსაყოფად, „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ხათუნა თოთლაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2🔗
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და სხვადახვა დაწესებულებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში (კომისიის დებულების შესაბამისად).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
„სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗
1. „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრების გარდა, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით) და ეროვნული სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა დაწესებულებისა (მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების) და ორგანიზაციების წარმომადგენლები (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე).
2. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;
ბ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის პრევენციისა და აღნიშნული მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
გ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით რისკების შეფასება და ანალიზი, ამ მხრივ შესაბამის სუბიექტებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
დ) შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და შესაბამისი უწყებებიდან სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, კონფინდენციალური, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით) გამოთხოვა და ანალიზი;
ე) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლისათვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აღნიშნულის საქართველოში დანერგვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის წინადადების შემუშავება;
ზ) გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 4🔗
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომლის მოვალეობასაც, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ერთეულის ხელმძღვანელი (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე).
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვარტალში ერთხელ.
5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის სხვა წევრებს.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის მდივანი.
11. კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიასთან იქმნება კომისიის აპარატი, რომლის საქმიანობასაც უხელმძღვანელებს კომისიის მდივანი.
12. კომისიის აპარატი შედგება თემატური ჯგუფებისგან, რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები.
13. თემატური ჯგუფების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
14. კომისიის თემატური ჯგუფების კონკრეტულ მიმართულებებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 5🔗
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.