,,ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 |
|
2015 წლის 11 თებერვალი ქ.თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს დროშით მცურავი იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის ცხრილი № 5-ის შესაბამისად.“.
2. №1 დანართის ცხრილი №1 და ცხრილი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“.
|
დანართი №1
ცხრილი 1 საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის გემების ეკიპა ჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით , გარდა ამავე №1 დანართის ცხრილ №3-ში და ცხრილი №5-ში მოცემული მცურავი საშუალებებისა, ასევე იმ მცურავი საშუალებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სალოცმანო კატარღის სტატუსი
ცხრილი 5
საქართველოს დროშით მცურავი იახტების(აფრიანი ან მოტორიანი),ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით საგემბანე შემადგენლობა
იახტსმენი სავახტე ოფიცერი Reg.II/1 კაპიტანი Reg. II/3(<500რტ.) – Capt.-RegII/3 უფ. თანაშემწე Reg. II/2 – CO-Reg.II/2 კაპიტანი Reg. II/2 – Capt.-RegII/2 სამანქანე შემადგენლობა
მე-2 მექანიკოსი Reg. III/3(<3000კვ) – 2E-Reg.III/3 უფროსი მექანიკოსი Reg. III/3(<3000 კვ.) – CE-Reg.III/3 მე-2 მექანიკოსი Reg. III/2 – 2E-Reg.III/2 უფროსი მექანიკოსი Reg. III/2 – CE-Reg.III/2 *** საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალების ეკიპაჟის წევრებს ზღვაში გასვლისას უნდა გააჩნდეთ მოქმედი-მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა(Seafarer Medical Certificate) STCW I-9 პუნქტის შესაბამისად. *** კატარღის მინიმალური ეკიპაჟი განისაზღვროს 1 ადამიანით, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა, ხოლო თუ კატარღა გამოიყენება ბუქსირებისათვის (პარაშუტის ან გასაბერი-მოტივტივე მცურავი საშუალებისათვის) მინიმალური ეკიპაჟი განისაზღვროს 2 ადამიანით.
|