ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ" დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №326 |
|
2013 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
„საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის საერთაშორისო სტანდარტები დადგენილია „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, კერძოდ VII/1, VIII/2 და A-VII/1, A-VII/1 რეგლამენტების დებულებების (ცვლილებების გათვალისწინებით), ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის V/14 რეგლამენტის დებულებების შესაბამისად (SOLAS 74), ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1999 წლის 25 ნოემბრის 890 (21) რეზოლუციის „ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პრინციპების უზრუნველსაყოფად ეკიპაჟის დაკომპლექტების პრინციპები“ და 2003 წლის 5 დეკემბრის №890 (22) რეზოლუციის ცვლილებების შესაბამისად. 3. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტის (შემდგომში – მოწმობა) გაცემას და გაცემაზე უარის თქმას, მოწმობით დადგენილი პირობების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 4. აკრძალულია იმ გემის ნავსადგურიდან გასვლა, რომლის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება არ შეესაბამება მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს ან არ აქვს შესაბამისი მოწმობა. 5. კომპანია ვალდებულია ნაოსნობის დროს გემი დააკომპლექტოს ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოქმედი მოწმობის შესაბამისად. 6. კომპანიას უფლება აქვს, დაასაქმოს დამატებითი მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება მოწმობით გათვალისწინებულ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობას, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი; ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები; გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. 7. ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის რეკომენდაციით თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემებზე სააგენტოს თანხმობით შესაძლებელია გაიზარდოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე რეგლამენტის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება – გემის ეკიპაჟის შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეზღვაურთა დაკომპლექტება, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ. მოწმობა – ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2 და №3-ით, რომელიც განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას; გ. GMDSS – საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს; დ. საგემბანე განყოფილების შემადგენლობა – კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, სავახტო თანაშემწე, მატროსი, ბოცმანი, მზარეული; ე. სამანქანე განყოფილების შემადგენლობა – უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი, სავახტო მექანიკოსი, ელექტროტექნიკოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, მოტორისტი; ვ. პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება („UMS“) – გემის ამძრავი მექანიზმის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევას სამანქანე განყოფილებაში; ზ. A1 რაიონი – საზღვაო რაიონი, რომელიც შემოფარგლულია საზღვაო სანაპიროთი და ულტრა მოკლე სიხშირის GMDSS-ის სისტემის რადიოტელეფონის სადგურიდან 30 საზღვაო მილის წრეწირის რკალით; თ. კომპანია – გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე; ი. „სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს - ნებისმიერი სახელმწიფოს სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის“; 2. ტერმინები, რომლებიც არ რის განმარტებული წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3. მოქმედების სფერო
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ,,საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებულ გემზე, მათ შორის, თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემზე. 2. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და ნაკლებია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის და მისი №1 დანართის, ცხრილი 1-ის შესაბამისად. 3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის ცხრილი 2-ის შესაბამისად. 4. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიგა ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 3-ის შესაბამისად. 5. იმ საგემბანე და სამანქანე განყოფილების თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია სანაპირო და საერთაშორისო ნაოსნობაში, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 4-ის შესაბამისად. 6. საქართველოს დროშით მცურავი 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება - შესაბამისი კომპეტენციით განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 4. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ძირითადი მიზნები
წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა და მოწმობის შესაბამისად დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება: ა) გემის უსაფრთხო მართვა; ბ) მგზავრთა უსაფრთხოება; გ) ტვირთის უსაფრთხო გადატანა; დ) გემის ამძრავი მექანიზმის, ელექტრომოწყობილობისა და მართვის სისტემის მუშა მდგომარეობის შენარჩუნება; ე) მუდმივი რადიოკავშირის არსებობა; ვ) გემის ტექნიკური მომსახურება და გადაუდებელი რემონტი; ზ) გემზე ტვირთის და ბარგის უსაფრთხოება; თ) ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა; ი) სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის დაცვა.
მუხლი 5. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განმსაზღვრელი პირობები
გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ეკიპაჟის შემადგენლობის მიერ: ა) სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა; ბ)ნავსადგურში გემის უსაფრთხო მიბმა/ახსნის ოპერაციების უზრუნველყოფა; გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება; დ) ტვირთის უსაფრთხო გადატანის და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფა; ე) გემის ჰერმეტულობის დაცვა; ვ) ავარიულ ან უბედურების შემთხვევაში შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა; ზ) სამუშაო და დასვენების საათების გადანაწილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; თ) სხვა პირობები, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტებით.
მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას
1. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდეობით დაკომპლექტებაში არ შედის მგზავრი და გემის პერსონალის წევრი. 2. თუ წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური მისაღები სტანდარტი 10 (ათი) წევრზე მეტია, მაშინ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილი უნდა იქნეს მზარეული. 3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას, რომლის მთავარ ამძრავ მექანიზმს წარმოადგენს ელექტროძრავი, სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს დამატებით ერთი ელექტროტექნიკოსი. 4. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი მეზღვაური, რომელსაც აქვს GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი STCW კონვენციის შესაბამისად.
მუხლი 7. მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება. მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა
1. მოწმობა გაიცემა უვადოდ. 2. კომპანია ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ახალი მოწმობის ასაღებად იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კომპანია, გემის კლასი, დონე, ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ნაოსნობის რაიონი ან/და ეკიპაჟის სამუშაო და დასვენების პირობები, ასევე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში. 3. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა ახალი მოწმობა. 4. სააგენტო ვალდებულია აწარმოოს დაკარგული მოწმობების რეესტრი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 8. მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია
1. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე, ხოლო ქართულ-ინგლისურ ენებზე იმ გემებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საერთაშორისო ნაოსნობაში. მოწმობაში აღინიშნება: ა) გემის სახელი; ბ)გემის მიწერის ნავსადგურის სრული სახელწოდება; გ) სახმობი და ამოცნობის ნიშნები; დ) გემის IMO ნომერი ან/და სააგენტოს მიერ მინიჭებული ნომერი; ე) გემის საერთო ტევადობა; ვ) მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე; ზ) გემის ტიპი; თ) ნაოსნობის რაიონი; ი) კომპანია; კ) მონაცემი პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების არსებობის შესახებ; ლ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება; მ) სპეციალური მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნ) მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ო)მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და აღნიშნული ორგანოს ბეჭედი. 2. მოწმობაში სავალდებულოა მიეთითოს, რომ გემი ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადოდ დაკომპლექტებულად, თუ ზღვაში გასვლისას მასზე იმყოფება ამ მოწმობით გათვალისწინებული რაოდენობისა და თანამდებობების შესაბამისი ეკიპაჟი.
მუხლი 9. მოწმობის გაცემის წესი და პროცედურა
მოწმობის გაცემის წესი, პროცედურა, საფასური და გაცემის ვადები განისაზღვრება საქართველოს საზღვაო კოდექსის, „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების, „საზღვაო დისციპლინური წესდების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბერის №51 ბრძანების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანების №1-1/592 შესაბამისად.
დანართი №1 ცხრილი 1
საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით კომერციულ საქმიანობაში ჩართული მცურავი საშუალებებისათვის ან/და სამგზავრო ტიპის გემებისათვის
ცხრილი 2 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხო ნაოსნობისთვის ეკიპაჟის მინიმალური სანავიგაციო შემადგენლობა, გემის საერთო ტევადობის მიხედვით (ტონებში)
სამანქანე განყოფილების განსაზღვრა გემის ძალური დანადგარის სიმძლავრის მიხედვით (კვტ)
ამ დანართის მიზნებისთვის აღნიშვნა „–“ ნიშნავს, რომ აღნიშნული კატეგორიის გემის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისთვის არ არის აუცილებელი შესაბამისი რანგის მეზღვაური. ცხრილი 3
შიგა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა
ცხრილი 4 თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა საგემბანე განყოფილება:
სამანქანე განყოფილება:
თევსაჭერი გემის ეკიპაჟი განისაზღვრა შემდეგი საშტატო თანამდებობებით:
შკიპერი; შკიპერის თანაშემწე; უფროსი მექანიკოსი; სავახტო მექანიკოსი; რიგითი მეთევზე მეზღვაური. ცხრილი 5 საქართველოს დროშით მცურავი 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით
მოცემული ეკიპაჟის დაკომპლექტება ეფუძნება აფრიანი მცურავი საშუალების სტანდარტულ აღჭურვილობას. მცურავი საშუალების ავტომატიზაციის დონე ან/და აღჭურვილობის სირთულე განაპირობებს ეკიპაჟის წევრის დამატების შესაძლებლობას. The indicated manning scales for sailing yachts are based on a standard rig. The level of automation and/or complexity of the rig may require additional personnel to operate the rig. შენიშვნა: * თუ იახტის ცალკეული ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 300 კვტ-ს, ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ცხრილიდან შეიძლება გამოვრიცხოთ უფროსი მექანიკოსი და ასეთ შემთხვევაში მთავარი ძრავის პარამეტრთა იდენტიფიკაცია უნდა იყოს შესაძლებელი სამართავი პუნქტიდან. / Note * The Chief Engineer may be omitted if the power is less than 300 KW per engine. In case of omission of the Chief Engineer the yacht must have the main engine parameter indicators on the cockpit. + თუ იახტის ცალკეული ძრავის სიმძლავრე აღემატება 300 კვტ, მაგრამ ნაკლებია 500 კვტ-ზე, ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ცხრილიდან შეიძლება გამოვრიცხოთ დამხმარე მექანიკოსი./ + The Assistant Engineer may be omitted if the power is above 300 KW but less than 500 KW per engine.
დანართი №2 საქართველო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო GEORGIA MARITIME TRANSPORT AGENCY
ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი Minimum Safe Manning Document
წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია 1974 წლის კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ V/14 (2) წესის, საქართველოს საზღვაო კოდექსის და „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის _____ დეკემბრის N დადგენილების დებულებათა შესაბამისად. / Present Document is issued under the provisions of the regulation V/14 (2) of the Internationa Convention for The Safety of Life at Sea,1974, as amended, Maritime Code of Georgia and “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the Regulations of Government of Georgia N , Dated December 2013.
გემის სახელი __________________ IMO ნომერი_____________ Name of Ship IMO Number
სახმობი სიგნალი ________________ მიწერის ნავსადგური__________ Call Sign Port of Registry
გემის ტიპი _____________________ საერთო ტევადობა _____________ Type of Ship GT
მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) ____ პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება კი/არა Main propulsion power (KWT) Periodicaly unattended machinary space yes/no
კომპანია _________________________________________________________________________ Operating Company
ნაოსნობის რაიონი / Trading area: აღნიშნული გემი ზღვაში გასვლისას ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacites of personnel as specified by the present document.
სერტიფიკატი გაიცემა უვადოთ / The Certificate is permanent. გაცემის ადგილი _____________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ________________ Place of issue Signature of Authorized Person გაცემის თარიღი_____________ Date of issue MTA3-03-200 Cert. No 00000
დანართი №3 საქართველო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო GEORGIA MARITIME TRANSPORT AGENCY ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი (თევზსაჭერი გემებისათვის) Minimum Safe Manning Document (For fishing vessels) წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ და „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის _____ დეკემბრის N დადგენილების დებულებათა შესაბამისად. / Present Document is issued under the provisions of the “Maritime Code of Georgia” and “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the Regulations of Government of Georgia N , Dated December 2013.
გემის სახელი --------------------------------- IMO ნომერი ____________ Name of Ship MO Number სახმობი სიგნალი ---------------------------- მიწერის ნავსადგური------------- Call Sign Port of Registry გემის ტიპი-------------------------------------- საერთო ტევადობა -------------------- Type of Ship Gross Tonnage მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) ------------ პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება კი/არა Main propulsion power (KWT) Periodicaly unattended machinary space yes/no კომპანია _____________________________________________________________ Operating Company ____________________________________________________
ნაოსნობის რაიონი / Trading area: აღნიშნული გემი ზღვაში გასვლისას ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacites of personnel as specified by the present document.
სერტიფიკატი გაიცემა უვადოთ / The Certificate is permanent. გაცემის ადგილი __________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ____________ Place of issue Signature of Authorized Person
გაცემის თარიღი______________ Date of issue
მოქმედების ვადა_____________ Valid till
Cert. No MSMD-00000
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ" დამტკიცების თაობაზე
ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ" დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის საააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის N011 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი ტექნიკური რეგლამენტიმუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის საერთაშორისო სტანდარტები დადგენილია „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, კერძოდ VII/1, VIII/2 და A-VII/1, A-VII/1 რეგლამენტების დებულებების (ცვლილებების გათვალისწინებით), ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის V/14 რეგლამენტის დებულებების შესაბამისად (SOLAS 74), ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1999 წლის 25 ნოემბრის 890 (21) რეზოლუციის „ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პრინციპების უზრუნველსაყოფად ეკიპაჟის დაკომპლექტების პრინციპები“ და 2003 წლის 5 დეკემბრის №890 (22) რეზოლუციის ცვლილებების შესაბამისად.
3. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტის (შემდგომში – მოწმობა) გაცემას და გაცემაზე უარის თქმას, მოწმობით დადგენილი პირობების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. აკრძალულია იმ გემის ნავსადგურიდან გასვლა, რომლის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება არ შეესაბამება მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს ან არ აქვს შესაბამისი მოწმობა.
5. კომპანია ვალდებულია ნაოსნობის დროს გემი დააკომპლექტოს ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოქმედი მოწმობის შესაბამისად.
6. კომპანიას უფლება აქვს, დაასაქმოს დამატებითი მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება მოწმობით გათვალისწინებულ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობას, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი;
ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები;
გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
7. ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის რეკომენდაციით თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემებზე სააგენტოს თანხმობით შესაძლებელია გაიზარდოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე რეგლამენტის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება – გემის ეკიპაჟის შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეზღვაურთა დაკომპლექტება, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად;
ბ. მოწმობა – ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2 და №3-ით, რომელიც განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას;
გ. GMDSS – საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს;
დ. საგემბანე განყოფილების შემადგენლობა – კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, სავახტო თანაშემწე, მატროსი, ბოცმანი, მზარეული;
ე. სამანქანე განყოფილების შემადგენლობა – უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი, სავახტო მექანიკოსი, ელექტროტექნიკოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, მოტორისტი;
ვ. პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება („UMS“) – გემის ამძრავი მექანიზმის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევას სამანქანე განყოფილებაში;
ზ. A1 რაიონი – საზღვაო რაიონი, რომელიც შემოფარგლულია საზღვაო სანაპიროთი და ულტრა მოკლე სიხშირის GMDSS-ის სისტემის რადიოტელეფონის სადგურიდან 30 საზღვაო მილის წრეწირის რკალით;
თ. კომპანია – გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე;
ი. „სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს - ნებისმიერი სახელმწიფოს სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის“;
2. ტერმინები, რომლებიც არ რის განმარტებული წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3. მოქმედების სფერო
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ,,საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებულ გემზე, მათ შორის, თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემზე.
2. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და ნაკლებია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის და მისი №1 დანართის, ცხრილი 1-ის შესაბამისად.
3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის ცხრილი 2-ის შესაბამისად.
4. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიგა ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 3-ის შესაბამისად.
5. იმ საგემბანე და სამანქანე განყოფილების თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია სანაპირო და საერთაშორისო ნაოსნობაში, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 4-ის შესაბამისად.
6. საქართველოს დროშით მცურავი 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება - შესაბამისი კომპეტენციით განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 4. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ძირითადი მიზნები
წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა და მოწმობის შესაბამისად დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება:
ა) გემის უსაფრთხო მართვა;
ბ) მგზავრთა უსაფრთხოება;
გ) ტვირთის უსაფრთხო გადატანა;
დ) გემის ამძრავი მექანიზმის, ელექტრომოწყობილობისა და მართვის სისტემის მუშა მდგომარეობის შენარჩუნება;
ე) მუდმივი რადიოკავშირის არსებობა;
ვ) გემის ტექნიკური მომსახურება და გადაუდებელი რემონტი;
ზ) გემზე ტვირთის და ბარგის უსაფრთხოება;
თ) ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა;
ი) სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის დაცვა.
მუხლი 5. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განმსაზღვრელი პირობები
გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ეკიპაჟის შემადგენლობის მიერ:
ა) სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა;
ბ)ნავსადგურში გემის უსაფრთხო მიბმა/ახსნის ოპერაციების უზრუნველყოფა;
გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება;
დ) ტვირთის უსაფრთხო გადატანის და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფა;
ე) გემის ჰერმეტულობის დაცვა;
ვ) ავარიულ ან უბედურების შემთხვევაში შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა;
ზ) სამუშაო და დასვენების საათების გადანაწილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
თ) სხვა პირობები, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტებით.
მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას
1. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდეობით დაკომპლექტებაში არ შედის მგზავრი და გემის პერსონალის წევრი.
2. თუ წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური მისაღები სტანდარტი 10 (ათი) წევრზე მეტია, მაშინ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილი უნდა იქნეს მზარეული.
3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას, რომლის მთავარ ამძრავ მექანიზმს წარმოადგენს ელექტროძრავი, სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს დამატებით ერთი ელექტროტექნიკოსი.
4. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი მეზღვაური, რომელსაც აქვს GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი STCW კონვენციის შესაბამისად.
მუხლი 7. მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება. მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა
1. მოწმობა გაიცემა უვადოდ.
2. კომპანია ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ახალი მოწმობის ასაღებად იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კომპანია, გემის კლასი, დონე, ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ნაოსნობის რაიონი ან/და ეკიპაჟის სამუშაო და დასვენების პირობები, ასევე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.
3. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა ახალი მოწმობა.
4. სააგენტო ვალდებულია აწარმოოს დაკარგული მოწმობების რეესტრი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 8. მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია
1. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე, ხოლო ქართულ-ინგლისურ ენებზე იმ გემებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საერთაშორისო ნაოსნობაში.
მოწმობაში აღინიშნება:
ა) გემის სახელი;
ბ)გემის მიწერის ნავსადგურის სრული სახელწოდება;
გ) სახმობი და ამოცნობის ნიშნები;
დ) გემის IMO ნომერი ან/და სააგენტოს მიერ მინიჭებული ნომერი;
ე) გემის საერთო ტევადობა;
ვ) მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე;
ზ) გემის ტიპი;
თ) ნაოსნობის რაიონი;
ი) კომპანია;
კ) მონაცემი პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების არსებობის შესახებ;
ლ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება;
მ) სპეციალური მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ნ) მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
ო)მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და აღნიშნული ორგანოს ბეჭედი.
2. მოწმობაში სავალდებულოა მიეთითოს, რომ გემი ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადოდ დაკომპლექტებულად, თუ ზღვაში გასვლისას მასზე იმყოფება ამ მოწმობით გათვალისწინებული რაოდენობისა და თანამდებობების შესაბამისი ეკიპაჟი.
მუხლი 9. მოწმობის გაცემის წესი და პროცედურა
მოწმობის გაცემის წესი, პროცედურა, საფასური და გაცემის ვადები განისაზღვრება საქართველოს საზღვაო კოდექსის, „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების, „საზღვაო დისციპლინური წესდების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბერის №51 ბრძანების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანების №1-1/592 შესაბამისად.
დანართი №1
ცხრილი 1
საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით კომერციულ საქმიანობაში ჩართული მცურავი საშუალებებისათვის ან/და სამგზავრო ტიპის გემებისათვის ამძრავი დანადგარის სიმძლავრე 75 კვტ-დან (100 ცხ.ძ) და მეტი ავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში საგემბანე შემადგენლობა სამანქანე შემადგენლობა ნაპირიდან არაუმეტეს 3 საზღვაო მილისა2 - ნაპირიდან 3 საზღვაო მილზე მეტი2 1 არაავტომატიზებული მართვის სისტემის შემთხვევაში საგემბანე განყოფილების შემადგენლობა სამანქანე განყოფილების შემადგენლობა ნაპირიდან არაუმეტეს 3 საზღვაო მილისა2 1 ნაპირიდან 3 საზღვაო მილზე მეტი2 2 ცხრილი 2საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხო ნაოსნობისთვის ეკიპაჟის მინიმალური სანავიგაციო შემადგენლობა, გემის საერთო ტევადობის მიხედვით (ტონებში) № თანამდებობა 101-499 500-999 1000-2999 3000-7999 8000-14999>15000 1. კაპიტანი1 1 1 1 1 1 2. უფროსი თანაშემწე1 1 1 1 1 1 3. კაპიტნის სავახტო / თანაშემწე- - 1 2 2 2 4. პირველი კლასის მატროსი ან მატროსი1 2 2 3 3 3 5. პირველი კლასის მატროსი ან სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი1 1 1 1 2 3 6. სულ 4 5 6 7 9 10 სამანქანე განყოფილების განსაზღვრა გემის ძალური დანადგარის სიმძლავრის მიხედვით (კვტ) № თანამდებობა<750 >751-1500 >1501-3000 >3001-6000 >6001-8000 >8001 ავტომატიზებული მართვის სისტემის არმქონე1. უფროსი მექანიკოსი1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი1 1 1 1 1 1 3. სავახტო მექანიკოსი- - 1 1 2 2 4. პირველი კლასის მოტორისტი ან მოტორისტი1 1 2 2 2 3 5. პირველი კლასის მოტორისტი ან სამანქანე განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი1 1 - 1 1 1 6. სულ 4 4 5 6 7 8 ავტომატიზებული მართვის სიტემის მქონე1. უფროსი მექანიკოსი1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი1 1 1 1 1 1 3. სავახტო მექანიკოსი- - 1 1 2 2 4. მოტორისტი- 1 - 1 2 2 5. სამანქანე განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი1 - 1 1 1 1 6. სულ 3 3 4 5 7 7 ამ დანართის მიზნებისთვის აღნიშვნა „–“ ნიშნავს, რომ აღნიშნული კატეგორიის გემის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისთვის არ არის აუცილებელი შესაბამისი რანგის მეზღვაური. ცხრილი 3 შიგა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა საგემბანე განყოფილების შემადგენლობა500 რტ-ზე ნაკლები 500 რტ და მეტი მანძილი რაოდენობა მანძილი რაოდენობა 5 მილი და ნაკლები 1 კაპიტანი 5 მილი და ნაკლები 1 კაპიტანი 1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი 1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი 1 მატროსი 5 მილზე მეტი 12 მილამდე 1 კაპიტანი 5 მილზე მეტი 12 მილამდე 1კაპიტანი 1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი 1 კაპიტნის სავახტო თანაშემწე 1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი 1 მატროსი 1 მატროსი სამანქანე განყოფილების შემადგენლობა3000 კვტ-ზენაკლები 3000 კვტ და მეტი რაოდენობა რაოდენობა 1 სამანქანე განყოფილების მექანიკოსი 1 უფროსი მექანიკოსი 1 მოტორისტი 1 სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი 1 მოტორისტი ცხრილი 4 თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა საგემბანე განყოფილება: სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 7 მეტრიდან - 12 მეტრამდე 12 მეტრიდან - 24 მეტრამდე 24 მეტრი და მეტი შკიპერი შკიპერი შკიპერი რიგითი მეთევზე მეზღვაური- 1 რიგითი მეთევზე მეზღვაური - 1 შკიპერის თანაშემწე ან STCW კონვენციის II/5-რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მატროსი - 1 რიგითი მეთევზე მეზღვაური - 1 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული შკიპერი შკიპერის თანაშემწე -1 მატროსი - STCW კონვენციის II/5-რეგულაციის შესაბამისად -2 რიგითი მეთევზე მეზღვაური - 2სამანქანე განყოფილება: სანაპირო ნაოსნობაში ჩართული საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 750 კვტ-ზე ნაკლები : თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/5 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მოტორისტი -1 თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/1 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მექანიკოსი - 1 750 კვტ და მეტი : თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/5რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მოტორისტი -2 თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/5რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მოტორისტი - 1 თევსაჭერი გემის ეკიპაჟი განისაზღვრა შემდეგი საშტატო თანამდებობებით: შკიპერი; შკიპერის თანაშემწე; უფროსი მექანიკოსი; სავახტო მექანიკოსი; რიგითი მეთევზე მეზღვაური. ცხრილი 5საქართველოს დროშით მცურავი 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით ნაპირიდანრანგი/ Rank გემის საერთო ტევადობა / Vessel GRT24m < 200 GT 200 – 500 GT 500 – 3000 GT არაუმეტეს 6 მილისა კაპიტანი / Master1 1 1 კაპიტნის უფროსი თანაშემწე /Chief Officer- 1 1 კაპიტნის სავახტო თანაშემწე/ OOW (Navigation)- - - უფროსი მექანიკოსი/ Chief Engineer1* 1* 1 მეორე მექანიკოსი/ Second Engineer- - - დამხმარე მექანიკოსი/ Assistant Engineer- 1+ 1 რიგითი /Rating1 2 2 6 მილიდან - 12 მილამდე კაპიტანი /Master1 1 1 კაპიტნის უფროსი თანაშემწე /Chief Officer1* 1* 1 კაპიტნის სავახტო თანაშემწე/ OOW (Navigation)- - - უფროსი მექანიკოსი/ Chief Engineer1 1 1 მეორე მექანიკოსი/ Second Engineer- - 1 დამხმარე მექანიკოსი/ Assistant Engineer- 1 - რიგითი / Rating1 2 2 12 მილზე მეტი კაპიტანი /Master1 1 1 კაპიტნის უფროსი თანაშემწე Chief Officer1 1 1 კაპიტნის სავახტო თანაშემწე/ OOW (Navigation)- 1 1 უფროსი მექანიკოსი/ Chief Engineer- 1 1 მეორე მექანიკოსი/ Second Engineer1 1+ 1 Assistant Engineer1+ - - რიგითი/t Rating2 2 2 მოცემული ეკიპაჟის დაკომპლექტება ეფუძნება აფრიანი მცურავი საშუალების სტანდარტულ აღჭურვილობას. მცურავი საშუალების ავტომატიზაციის დონე ან/და აღჭურვილობის სირთულე განაპირობებს ეკიპაჟის წევრის დამატების შესაძლებლობას. The indicated manning scales for sailing yachts are based on a standard rig. The level of automation and/or complexity of the rig may require additional personnel to operate the rig. შენიშვნა: * თუ იახტის ცალკეული ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 300 კვტ-ს, ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ცხრილიდან შეიძლება გამოვრიცხოთ უფროსი მექანიკოსი და ასეთ შემთხვევაში მთავარი ძრავის პარამეტრთა იდენტიფიკაცია უნდა იყოს შესაძლებელი სამართავი პუნქტიდან. / Note * The Chief Engineer may be omitted if the power is less than 300 KW per engine. In case of omission of the Chief Engineer the yacht must have the main engine parameter indicators on the cockpit. + თუ იახტის ცალკეული ძრავის სიმძლავრე აღემატება 300 კვტ, მაგრამ ნაკლებია 500 კვტ-ზე, ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ცხრილიდან შეიძლება გამოვრიცხოთ დამხმარე მექანიკოსი./ + The Assistant Engineer may be omitted if the power is above 300 KW but less than 500 KW per engine. დანართი №2 საქართველო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო GEORGIA MARITIME TRANSPORT AGENCY ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი Minimum Safe Manning Documentწინამდებარე დოკუმენტი გაცემულია 1974 წლის კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ V/14 (2) წესის, საქართველოს საზღვაო კოდექსის და „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის _____ დეკემბრის N დადგენილების დებულებათა შესაბამისად. / Present Document is issued under the provisions of the regulation V/14 (2) of the Internationa Convention for The Safety of Life at Sea,1974, as amended, Maritime Code of Georgia and “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the Regulations of Government of Georgia N , Dated December 2013. გემის სახელი __________________ IMO ნომერი_____________ Name of Ship IMO Number სახმობი სიგნალი ________________ მიწერის ნავსადგური__________ Call Sign Port of Registry გემის ტიპი _____________________ საერთო ტევადობა _____________ Type of Ship GT მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) ____ პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება კი/არა Main propulsion power (KWT) Periodicaly unattended machinary space yes/no კომპანია _________________________________________________________________________ Operating Company ნაოსნობის რაიონი / Trading area: აღნიშნული გემი ზღვაში გასვლისას ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacites of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate (STCW) რაოდენობა Number of Persons თანამდებობა Grade/Capacity სერტიფიკატი Certificate (STCW) რაოდენობა Number of Persons კაპიტანი /Master ბოცმანი / Bosun კაპიტნის უფროსი თანაშემწე/ Chief Officer პირველი კლასის მატროსი ან სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი/ Able Seafarer or Deck Rating forming part of Navigational Watch II/4 კაპიტნის სავახტო თანაშემწე/ Officer in charge of Navigational Watch პირველი კლასის მატროსი ან მატროსი/ Able Seafarer or Able Seafarer Deck II/4 or II/5 უფროსი მექანიკოსი/ Chief Enginer პირველი კლასის მოტორისტი ან სამანქანო განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი/ Motormen or Rating forming part of Engine Watch III/4 მეორე მექანიკოსი/ Second Engineer პირველი კლასის მოტორისტი ან მოტორისტი/ Motormen or Able Seafarer Engine III/4 or III/5 სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსი / Officer in charge of Engineering Watch მზარეული/ Chief Cook ელექტროტექნიკოსი ოფიცერი/ Electro Technical Officer რიგითი ელექტროტექნიკოსი/ Electro Technical rating სპეციალური მოთხოვნები /Special requirements or conditions, if any: სერტიფიკატი გაიცემა უვადოთ / The Certificate is permanent. გაცემის ადგილი _____________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ________________ Place of issue Signature of Authorized Person გაცემის თარიღი_____________ Date of issue MTA3-03-200 Cert. No 00000 დანართი №3 საქართველო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო GEORGIA MARITIME TRANSPORT AGENCY ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი (თევზსაჭერი გემებისათვის) Minimum Safe Manning Document (For fishing vessels)წინამდებარე დოკუმენტი გაცემულია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ და „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის _____ დეკემბრის N დადგენილების დებულებათა შესაბამისად. / Present Document is issued under the provisions of the “Maritime Code of Georgia” and “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the Regulations of Government of Georgia N , Dated December 2013. გემის სახელი --------------------------------- IMO ნომერი ____________ Name of Ship MO Number სახმობი სიგნალი ---------------------------- მიწერის ნავსადგური------------- Call Sign Port of Registry გემის ტიპი-------------------------------------- საერთო ტევადობა -------------------- Type of Ship Gross Tonnage მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) ------------ პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება კი/არა Main propulsion power (KWT) Periodicaly unattended machinary space yes/no კომპანია _____________________________________________________________ Operating Company ____________________________________________________ ნაოსნობის რაიონი / Trading area: აღნიშნული გემი ზღვაში გასვლისას ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacites of personnel as specified by the present document. თანამდებობა Grade/Capacity რაოდენობა Number of Persons თანამდებობა Grade/Capacity რაოდენობა Number of Persons შკიპერი /Skipper თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/1 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მექანიკოსი /Chief Engineer of Fishing Vessel or Officer in Charge of an engineering watch under STCW Reg. III/1. შკიპერის თანაშემწე / Officer in charge of Navigation watch თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/5 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მოტორისტი /Engineer Officer of Fishing Vessel or Rating as able seafarer of engine under Reg. III/5 შკიპერის თანაშემწე ან STCW კონვენციის II/5 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მატროსი / Officer in Charge of Navigational Watch or Ratting part of navigational watch under STCW reg. II/5 რიგითი მეთევზე მეზღვაური /Fisherman სერტიფიკატი გაიცემა უვადოთ / The Certificate is permanent. გაცემის ადგილი __________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ____________ Place of issue Signature of Authorized Person გაცემის თარიღი______________ Date of issue მოქმედების ვადა_____________ Valid till Cert. No MSMD-00000 |