„ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№561
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.019628
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №561

2016 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013, 300160070.10.003.017493) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. №1 დანართის  ცხრილი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დანართი №3  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




„ცხრილი 4

თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა

საგემბანე განყოფილება:

 

სანაპირო ნაოსნობაში ჩართული

7       მეტრიდან – 12 მეტრამდე

12 მეტრიდან – 24 მეტრამდე

24 მეტრი და მეტი

შკიპერი

შკიპერი

შკიპერი

 რიგითი მეთევზე მეზღვაური- 1

 რიგითი მეთევზე მეზღვაური – 1

შკიპერის თანაშემწე ან STCW კონვენციის II/5-რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მატროსი  – 1

 

 

რიგითი მეთევზე მეზღვაური – 1

 

საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული

შკიპერი

შკიპერის თანაშემწე – 1

მატროსი –  STCW კონვენციის II/5-რეგულაციის შესაბამისად – 2

 რიგითი  მეთევზე  მეზღვაური   – 2

სამანქანე განყოფილება:

სანაპირო ნაოსნობაში ჩართული

საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული

750 კვტ-ზე ნაკლები :

თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან  STCW კონვენციის III/4  რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მოტორისტი – 1

თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/5 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მოტორისტი – 1

750 კვტ და მეტი :

თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/4 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მოტორისტი – 2

თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი  STCW კონვენციის III/1 რეგულაციის შესაბამისი კომპეტენციის მექანიკოსი  – 1

 

თევსაჭერი გემის ეკიპაჟი განისაზღვრა შემდეგი საშტატო თანამდებობებით:

შკიპერი;

შკიპერის თანაშემწე;

უფროსი მექანიკოსი;

სავახტო მექანიკოსი;

რიგითი მეთევზე მეზღვაური.“

 


დანართი №3

საქართველო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

GEORGIA

MARITIME TRANSPORT AGENCY

ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების  დოკუმენტი

(თევზსაჭერი გემებისათვის)

Minimum Safe Manning  Document

(For fishing vessels)

                წინამდებარე დოკუმენტი  გაცემულია  „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ და „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის _____ დეკემბრის N     დადგენილების დებულებათა შესაბამისად. /  Present Document  is issued under the provisions of the “Maritime Code of Georgia” and  “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the Regulations of Government of Georgia N       , Dated December      2013. 

 

გემის სახელი ---------------------------------          IMO  ნომერი ____________     

Name of Ship                                                                IMO Number 

სახმობი სიგნალი ----------------------------         მიწერის ნავსადგური-------------

Call Sign                                                                      Port of Registry  

გემის ტიპი--------------------------------------       საერთო ტევადობა  --------------------

Type of Ship                                                                Gross Tonnage  

მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) ------------  პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება კი/არა

Main propulsion power (KWT)                             Periodicaly unattended machinary space  yes/no

კომპანია   _____________________________________________________________

Operating Company   ____________________________________________________

 

 ნაოსნობის რაიონი / Trading  area:

 აღნიშნული გემი ზღვაში გასვლისას ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული   შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. / The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she proceeds to sea, she carries not less than the number and grades/capacities of personnel as specified by the present document.                    

 

თანამდებობა

Grade/Capacity                                 

 

რაოდენობა

Number of Persons

თანამდებობა

Grade/Capacity

რაოდენობა

Number of Persons

შკიპერი /Skipper

 

თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/1  რეგულაციის შესაბამისი  კომპეტენციის მექანიკოსი /Chief Engineer of Fishing Vessel or Officer in Charge of an engineering watch under STCW Reg. III/1.

 

შკიპერის თანაშემწე / Officer in charge of Navigation watch

 

თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი ან STCW კონვენციის III/4  რეგულაციის შესაბამისი  კომპეტენციის მოტორისტი /Engineer Officer of Fishing Vessel or Rating as able seafarer of engine under Reg. III/4

 

შკიპერის თანაშემწე ან STCW კონვენციის II/5  რეგულაციის შესაბამისი  კომპეტენციის მატროსი / Officer in Charge of Navigational Watch or Ratting part of navigational watch under STCW reg. II/5   

 

 

 

 

 

 

 

 

რიგითი მეთევზე მეზღვაური /Fisherman

 

 

 

 

 

 

 

სერტიფიკატი გაიცემა უვადოთ / The Certificate is permanent.

გაცემის ადგილი __________                          უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ____________

Place of issue                                                       Signature of Authorized Person

 

გაცემის თარიღი______________                                                            

Date of issue     

 

მოქმედების ვადა_____________

Valid till                                                       

                                           

Cert. No MSMD-00000.”