„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016721
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №43

2015 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა.“.

 2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების მიმართ, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას.“.

3. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება.“.

4. მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით (გარდა ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა), სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება.“.

5. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016721.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №43, 11.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016721 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2724018/