ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 360020000.22.023.016302
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.12.2014
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ბრძანება (1)
კანონი (1)
- გარემოს დაცვის შესახებ 10.12.1996
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი „„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“;"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №179
2015 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს თანდართული:
ა)
„ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N1);
ბ)
„სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N2);
გ)
„თევზჭერის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N3);
დ)
„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N4).
2.
ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის შემთხვევაში, სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს როგორც N1, ასევე, N2 დანართებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №162 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი