იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წ.წ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №128
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის
დამტკიცების თაობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წ.წ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №128
2015 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წ.წ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წ.წ. სამოქმედო გეგმა“დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წ.წ. სამოქმედო გეგმა
1. შესავალი
1.1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია“(შემდგომში - საარსებო წყაროების სტრატეგია).
1.2. საარსებო წყაროების სტრატეგია, რომელიც შექმნილია 4 წლის ვადით, მოიაზრებს „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შემუშავებას, რომელიც თავის მხრივ, დაექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.
1.3. აღნიშნული სამოქმედო გეგმა შემუშავდა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთობლივი კონსულტაციების გზით.
2. ძირითადი პრინციპები
2.1. სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ყველა იმ პრინციპს, რომელიც განსაზღვრულია საარსებო წყაროების სტრატეგიის მე-3 მუხლში (სტრატეგიის ზოგადი პრინციპები).
2.2. საარსებო წყაროებზე კონცენტრირებული პროექტების განხორციელება დევნილთა თემებში ეფუძნება ძირითად პრინციპებს, რომლებიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ და გაზიარებულია სამოქალაქო საზოგადოების, დონორი ორგანიზაციებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - დევნილთა) მიერ.
2.3. სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სხვა დოკუმენტებთან, სტრატეგიებსა და ეროვნულ სამოქმედო გეგმებთან, კერძოდ:
2.3.1. საქართველოს სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“;
2.3.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა;
2.3.3. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და საქართველოს მთავრობის 2014-2016 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა;
2.3.4. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები);
2.3.5. „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა;
2.3.6. სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით;
2.3.7. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგია;
2.3.8. საქართველოს რეგიონული განვითრების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგია.
2.4. პროექტებისა და აქტივობების განხორციელების, დაგეგმვისა და შეფასების პერიოდში პრინციპები, როგორიც არის, გენდერული თანასწორობა და არადისკრიმინაციული მიდგომა, უნდა იქნეს გათვალისწინებული (სულ მცირე 30% გენდერული სხვაობისა).
2.5. სამოქმედო გეგმის საფუძველზე განხორციელებული პროექტები ხელს უნდა უწყობდეს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ჩართულობას.
2.6. მნიშვნელოვანია განხორციელდეს დევნილების ჩართულობა პროექტებისა და აქტივობების შეფასების, დაგეგმვისა და მონიტორინგის/შეფასების პროცესში.
2.7 სამოქმედო გეგმის განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნეს აქტივობები და ეკონომიკური კეთილდღეობა.
3. მიზანი და ამოცანები
3.1. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს განსაზღვროს საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების ძირითადი მიმართულებები და საქმიანობები, შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანიზაციები და საჭირო რესურსები, ასევე მისი განხორციელების გაზომვადი ინდიკატორები და მოსალოდნელი შედეგები.
3.2. სამოქმედო გეგმის მიზანი მიღწეული იქნება შემდეგი ამოცანების განხორციელების მეშვეობით:
3.2.1. დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სექტორის ეფექტური მართვა;
3.2.2. მონაცემების მოპოვების, ანალიზის და ანგარიშგების სისტემის განვითარება და მონაცემთა გაცვლა-გაზიარებისა და გავრცელების ეფექტური მექანიზმის შექმნა;
3.2.3. შესაბამისი კვლევების განხორციელება, რათა საარსებო წყაროების პროგრამები რეალურად გამოვლენილ საჭიროებებს დაეფუძნოს;
3.2.4. საარსებო წყაროების პროგრამების იდენტიფიცირება, შემუშავება და განხორციელება.
4. დაგეგმილი ღონისძიებები
4.1. დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სექტორის ეფექტური მართვა
დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და თვითკმარობის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, შექმნილია სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
საარსებო წყაროების სტრატეგია ითვალისწინებს უწყებათაშორისი წარმომადგენლობითი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას, სადაც მოხდება დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით არსებული რესურსებისა და მნიშვნელოვანი მასალების გამოყენების კოორდინაცია. დამატებით, იმუშავებს ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელიც ღირებულ დახმარებას გაუწევს სექტორს დაგეგმილი ღონისძიებების გატარებაში.
4.2. სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულება, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას, დასაქმებას, მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში, დევნილთათვის მდგრადი საარსებო წყაროების შექმნასა და მათი კეთილდღეობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.
4.3. საარსებო წყაროების პროგრამების იდენტიფიცირება, შემუშავება და განხორციელება
საარსებო წყაროების პროგრამების იდენტიფიცირება, შემუშავება და განხორციელება მიიღწევა უწყებების/ორგანიზაციების აქტიური ურთიერთთანამშრომლობის გზით, კერძოდ, ინფორმაციის მუდმივი გაცვლის და დევნილთა საარსებო წყაროების საკითხებზე არსებული პროექტების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება, დაიგეგმება და განხორციელდება კონკრეტული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს დევნილთა ჩართულობას და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას:
4.3.1. ახალ ჩასახლებებში, რეაბილიტირებულ და სხვა განსახლების ადგილებში, ასევე სოფლად მცხოვრები დევნილებისათვის, მიწის რესურსების მოძიება და მომიჯნავე/თავისუფალი მიწის ნაკვეთების გამოყოფა, რაც მიზნად ისახავს, დევნილთა მიწაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვას, მათთვის საარსებო წყაროს გაჩენის პერსპექტივით.
4.3.2. დევნილთა პროფესიული განათლება და გადამზადება, რაც განაპირობებს ზოგადად, სოციალური და ადამიანური კაპიტალის შექმნას/გაზრდას და კონკრეტულად, საარსებო წყაროს გაჩენის ალტერნარტივას, სამიზნე რეგიონებში დევნილთა პროფესიული ინფორმირების, ასევე გადამზადების/სწავლების ორგანიზებისა და მხარდაჭერის გზით.
4.3.3. დევნილთა ეკონომიკური საქმიანობების წახალისება ისეთი საშუალებებით, როგორიცაა: საწარმოს შექმნასა და რეგისტრაცია/განვითარებაში დახმარება, შეღავათიან კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში მხარდაჭერა და სხვა.
4.3.4. კერძო ბიზნესის წარმომადგენლების წახალისება და ბიზნეს ორგანიზაციებში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვის მხარდაჭერა, მათ პროექტებსა და ღონისძიებებში დევნილთა ჩართულობის გაზრდის მიზნით.