„იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 97%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1973
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ მე-4 და მე-5 თავები ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
📎 დანართები (1)
1973-1 13.09.17.doc DOC ⬇
„თავი 4: განათლება და გადამზადება დასაქმების ხელშესაწყობად
სამუშაო ბაზარზე ინტეგრაცია აუცილებელია არამარტო შემოსავლისთვის, არამედ სოციალური ურთიერთქმედებისთვის. თუმცა, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებსაც ხშირად არასაკმარისი უნარები და შეზღუდული ხელმისაწვდომობა აქვთ სოციალურ კავშირებზე, პირველი ნაბიჯი ძალიან მძიმეა. აქედან გამომდინარე, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მათ გამოიყენონ ამჟამად ხელმისაწვდომი ინსტიტუციონალური დაწესებულებები, როგორიც არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული გადამზადების სხვა შესაძლებლობები, სადაც ისინი შეძლებენ განაახლონ ცოდნა და უნარები.
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
ა) წვდომა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე
|მიზანი |იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული მომზადება შრომის ბაზარზე უკეთესი შესაძლებლობებისთვის |
|აქტივობა |ინდიკატორი |2016 და 2017 წლების შედეგი |პასუხისმგებელი უწყება/პირები |ბიუჯეტი |
| | | | |ლარი |
|1. პროფესიულ საგანმანათლებლო |დეტალური ინფორმაცია საჯარო |2016 წელს 50%-იანი მატება 2015 |საქართველოს განათლებისა და |2016 წ. |
|დაწესებულებებში დევნილთა |საგანმანათლებლო დაწესებულებებში |წლის მაჩვენებლებთან შედარებით |მეცნიერების სამინისტრო, | |
|ჩარიცხვის ხელშეწყობა |დევნილთა ჩარიცხვის თაობაზე |(მათგან მინიმუმ 40% ქალები) |სამინისტრო, სააგენტო |1 150 000 |
| |(ჩაშლილი სქესის მიხედვით) | | |საქართველოს განათლებისა და |
| | |2017 წელს საჯარო პროფესიულ | |მეცნიერების სამინისტრო |
| |საინფორმაციო კამპანიები |საგანმანათლებლო დაწესებულებებში| | |
| |პროფესიული საგანმანათლებლო |ჩარიცხულ სტუდენტთა 7% არის | |2017 წ. |
| |დაწესებულებების პროგრამებისა და |დევნილი | | |
| |ჩარიცხვის პროცედურების შესახებ | | |450 000 |
| | | | |საქართველოს განათლებისა და |
| | | | |მეცნიერების სამინისტრო |
|2. 2016: სიღარიბის ზღვარს |სსიპ „სოციალური მომსახურების |2016 ყველა დევნილ სტუდენტს, |სამინისტრო, სააგენტო, |2016 წ. |
|ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა|სააგენტოს“ ინფორმაცია სიღარიბის |რომელიც 2016 წელს ჩაირიცხა | |60 000 |
|ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ |ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების |პროფესიული განათლების საჯარო | |სამინისტრო |
|ყველა დევნილ სტუდენტს, რომელიც |მონაცემთა ერთიან ბაზაში |დაწესებულებაში, საჭიროების | |2017 წ. |
|2016 წელს ჩაირიცხა პროფესიული |რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე |მიხედვით მიიღებს დახმარებას | |60 000 |
|განათლების საჯარო |პროფესიულ საგანმანათლებლო | | |სააგენტო |
|დაწესებულებაში, საჭიროების |დაწესებულებებში ჩარიცხულ დევნილთა|2017: საჭიროების მქონე ყველა | | |
|მიხედვით გამოეყოს |სია |დევნილს, რომელიც 2016-2017 | | |
|ტრანსპორტირება/ საცხოვრებელი |სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი |წლებში ჩაირიცხა საჯარო | | |
|2017: ყველა დევნილ სტუდენტს, |ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში |საგანმანათლებლო დაწესებულებაში | | |
|რომელიც 2016-2017 წლებში |რეგისტრირებულ სტუდენტთა |დაუფინანსდა მგზავრობა | | |
|ჩაირიცხა საჯარო პროფესიულ |გამოკითხვა | | | |
|საგანმანათლებლო დაწესებულებებში| | | | |
|საჭიროების მიხედვით გამოეყოს | | | | |
|ტრანსპორტირება | | | | |
|ბ) საინფორმაციო კამპანიები პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე |
|მიზანი |დევნილთა ინფორმირებულობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თაობაზე |
|აქტივობა |ინდიკატორი |2016 და 2017 |პასუხისმგებელი უწყება/პირები|ბიუჯეტი |
| | |წლების შედეგი | |ლარი |
|1. საინფორმაციო კამპანია |პროფესიული საგანამანათლებლო |4 კამპანია 2016|სამინისტრო, სააგენტო, |2016 წ. |
|აპლიკაციის პროცედურებსა და|დაწესებულებებში გენდერულ თანასწორობაზე | |საქართველოს განათლებისა და |20 000 |
|პროგრამების სახეობებზე |ორიენტირებული საინფორმაციო კამპანების | |მეცნიერების სამინისტრო |სამინისტრო, სააგენტო |
| |რაოდენობა |4 კამპანია | |2017 წ. |
| | |2017 წელს | | |
| |საინფორმაციო კამპანიების შედეგად | | |20 000 |
| |არა-ტრადიციულ პროგრამებზე ქალთა | | |სამინისტრო |
| |განაცხადების რაოდენობა | | |სააგენტო |
|2. დევნილთა ინფორმირება |პოტენციური ბენეფიციარების მიღწეული |4 კამპანია 2016 |სამინისტრო, საქართველოს | |
|სტიპენდიების/შემწეობებისა |რაოდენობა |წელს |განათლებისა და მეცნიერების | |
|და აპლიკაციის პირობების | | |სამინისტრო | |
|შესახებ | |4 კამპანია | | |
| | |2017 წელს | | |
|ბიუჯეტი | | | |2016: 1 230 000 |
| | | | |2017: 530 000 |
| |
თავი 5: საარსებო წყაროების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა
საარსებო წყაროების პროგრამები დამატებითი სტიმულია ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისა და მეწარმეების მოტივირებისათვის, ასევე მოწყვლად კატეგორიაში შემავალი მოსახლეობის მხარდასაჭერად, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მათთვის შემუშავებულ პროექტებში. ამჟამად, დევნილებს შეუძლიათ ისარგებლონ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პროექტებით, რომელიც ხორციელდება განახლებული ბაღების, მცირე ფერმერების და კოოპერატივების მხარდასაჭერად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სთავაზობს ბიზნესის დამწყებებს მხარდაჭერას „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ასევე ქმნის სამუშაო ადგილებს ინვესტირებისათვის გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების მიყიდვით.
1. დევნილთა ჩართულობა სოფლის მეურნეობის სექტორში
ა) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ აგრო-პროგრამებზე ხელმისაწვდომობა
|მიზანი |გაიზარდოს დევნილთა ჩართულობა სოფლის მეურნეობის სექტორში ამ სფეროში სახელმწიფოს | |
| |მერ დაფინანსებულ პროგრამაზე წვდომის გზით | |
|აქტივობა |ინდიკატორი |2016 და 2017 წლების |პასუხისმგებელი უწყება/პირები|ბიუჯეტი |
| | |შედეგი | |ლარი |
|იმ დევნილთა მხარდაჭერა, რომელთაც |სოფლის მეურნეობის |2016 წელს 600%-იანი ზრდა |სამინისტრო, |2016 წ. |
|სურთ დაიწყონ ან გააფართოონ |სამინისტროს სადაზღვევო | |ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის |245 000 ა(ა)იპ |
|სასოფლო-სამეურნეო აქტივობები, |პროგრამაზე დევნილთა |2016 წელს 300%-იანი ზრდა |პროექტების მართვის |„სოფლის მეურნეობის |
|მაგრამ ყოყმანობენ დაზღვევის |განცხადებების რიცხვი 2016 | |სააგენტო“, |პროექტების მართვის |
|პირობების გამო (5 ჰექტარზე ნაკლები|წელს გაზრდილია 600%-ით |მინიმუმ 2 საინფორმაციო |სააგენტო |სააგენტო“ |
|მიწა) |2017 წელს ჩატარებული |კამპანია | |70 000 სამინისტრო |
| |საინფორმაციო კამპანიების | | |2017 წ. |
| |რაოდენობა |2017 წელს პროგრამის | |150 000 |
| |პროგრამის ბენეფიციარ |ბენეფიციართა რაოდენობა | |ა(ა)იპ „სოფლის |
| |დევნილთა რაოდენობა |გაზრდილია 2016 წელთან | |მეურნეობის პროექტების|
| | |შედარებით. | |მართვის სააგენტო“ |
ბ) საარსებო წყაროების გრანტები
|მიზანი |დევნილები მიიღებენ ხარჯების თანამონაწილეობის გრანტს თვითდასაქმებისთვის |
|აქტივობა |ინდიკატორი |2016 წლის მიზანი |პასუხისმგებელი უწყება/პირები|ბიუჯეტი |
| | | | |ლარი |
|1. სააგენტოს მიერ ბენეფიციარებისთვის|შერჩევის კრიტერიუმები და |2016 წელს გაცემულია 200 |სამინისტრო, |2016 წ. |
|თანამონაწილეობრივი საგრანტო |პროცედურები შემუშავებულია და|გრანტი |სააგენტო | |
|პროგრამის განხორციელება |დამტკიცებულია სამეთვალყურეო | | |250 000 |
|(ბენეფიციარზე 2000 ლარამდე) |საბჭოს მიერ; | | |სამინისტრო |
| | | | | |
|(საპილოტე/ მიზნობრივი პროექტი) | | | | |
| |მიღებული და განხილული |2016 წელს მიღებული | | |
| |აპლიკაციების რაოდენობა, |აპლიკაციების 90% | | |
| |მათგან მინიმუმ 40% არის ქალი|განხილულია | | |
|2. უკიდურესად მოწყვლად დევნილთა (შშმ|გაცემული გრანტების რაოდენობა|მინიმუმ 500 ბენეფიციარი |სააგენტო, |2017 წ. |
|დევნილების ოჯახები, მარტოხელა | |2017 წელს |FAO (ევროკავშირის |610 000 აშშ დოლარი |
|მშობლები და ხანდაზმულები, რომლებიც | | |დაფინანსება) | |
|მარტო ზრდიან არასრულწლოვან | | | | |
|შვილიშვილებს, 25 წლამდე | | | | |
|ახალგაზრდების მიერ მართული ოჯახი, | | | | |
|რომელიც ზრუნავს დედმამიშვილებზე) | | | | |
|გრანტების გაცემა საარსებო წყაროების | | | | |
|პროგრამების დასაფინანსებლად | | | | |
2. დევნილების მიერ კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა
ა) კოოპერატივების ხელშეწყობა
|მიზანი |კოოპერატივების შექმნისას დევნილები იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას | |
|აქტივობა |ინდიკატორი |2016 და 2017 წლების |პასუხისმგებელი უწყება/პირები|ბიუჯეტი |
| | |შედეგი | |ლარი |
|დევნილთა ინფორმირება |კოოპერატივების შექმნისა და |2016 წელს 300%-იანი |სამინისტრო, |2016 წ. |
|კოოპერატივების მხარდაჭერის |მასში გაწევრიანების |მატება |სსიპ „სასოფლო-სამეურნეო |სსიპ „სასოფლო-სამეურნეო |
|პროგრამაში ჩართვის |მნიშვნელობის შესახებ |2017 წელს მინიმუმ 2 |კოოპერატივების განვითარების |კოოპერატივების განვითარების |
|პროცედურების შესახებ |საინფორმაციო კამპანიების |საინფორმაციო კამპანია |სააგენტო“, |სააგენტო“ |
| |რაოდენობა | |სააგენტო |220 000 |
| | | | |2017 წ. |
| | | | |5 000 |
| | | | |სააგენტო |
3. დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში
ა) დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი
|მიზანი |ბიზნესტრენინგებით უზრუნველყოფა, ბიზნესგეგმის შემუშავების უნარები და გრანტები დამწყები | |
| |მეწარმეებისთვის | |
|აქტივობა |ინდიკატორი |2016 და 2017 წლების შედეგი |პასუხისმგებელი უწყება/პირები |ბიუჯეტი ლარი |
|ბიზნესტრენინგი იმ |„მიკრო და მცირე ბიზნესის |2016 წელს 65%-იანი ზრდა |სსიპ - აწარმოე საქართველოში |2016 წ. |
|დევნილთათვის, რომელთაც სურთ |მხარდაჭერის სახელმწიფო | | |500 000 |
|დაიწყონ ან გააფართოონ მცირე |პროგრამის ბენეფიციარი, დევნილთა|2017 წელს დაფინანსებულ-თა |სააგენტო |სსიპ „მეწარმეობის |
|ბიზნესი |მფლობელობაში მყოფი ბიზნესების |მინიმუმ 4% დევნილია |სამინისტრო |განვითარების სააგენტო“ |
| |რაოდენობა 2015-დან 2016 წლამდე| | | |
| |გაზრდილია 65%-ით (მათ შორის | | |2017 წ. |
| |მინიმუმ 40% ქალია) | | |560 000 |
| |2017 წელს დაფინანსებულ | | |სსიპ - აწარმოე |
| |ბენეფიციართა 4% დევნილია (მათ | | |საქართველოში |
| |შორის მინიმუმ 40% ქალია) | | | |
|ბ) დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა |
|მიზანი |გრანტები პროფესიული პროგრამების კურსთამთავრებულებს, თვითდასაქმებისა და საარსებო წყაროს შექმნის მიზნით |
|აქტივობა |ინდიკატორი |2017 წლის შედეგი |პასუხისმგებელი უწყება/პირები|ბიუჯეტი ლარი |
|განსაზღვრული 52 პროფესიით |წარმოდგენილი საგრანტო |დაფინანსებული მინიმუმ 50 |სააგენტო |2017 წ. |
|კურსდამთავრებული მიიღებს სახელობო |განაცხადებისა და |ბენეფიციარი | |80 000 |
|იარაღებს თვითდასაქმებისა და |დაფინანსებულთა რაოდენობა | | | |
|საარსებო წყაროს შექმნის მიზნით | | | | |
| | | | | |
|ბიუჯეტი | | | |2016: 1 285 000 |
| | | | |2017: 795 000 ლარი |
| | | | |610 000 აშშ დოლარი |
|ბიუჯეტი | | | |2016: 7 149 788 |
| | | | |2017: 13 478 664 ლარი|
| | | | |610 000 აშშ დოლარი.“. |