„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის №1845 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1888
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 19/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1888

2012 წლის 1 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის №1845 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის №1845 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 1 71 651 (ას სამოცდათერთმეტი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი) ლარი მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, საიდანაც:

ა) 109 536 (ას ცხრა ათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი – ქობულეთში, თავისუფლების ქ. №19-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში(სანეპიდსადგური) საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

ბ) 49 265 (ორმოცდაცხრა ათას ორას სამოცდახუთი) ლარი – ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, კოსტავას ქ. №26-ში და ქ. ხობში, ც. დადიანის ქ. №197-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტების საკვამურების მოწყობის სამუშაოების განხორციელებისათვის;

გ) 12 850 (თორმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი – ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, სარალიძის ქ. №1-ში და ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტების წყალსაწრეტის მოწყობის სამუშაოების განხორციელებისათვის.“.

პრემიერ-მინისტრი ს ი . მერაბიშვილი

მოვალეობის შემსრულებელი