„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1351
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015−2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015−2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015−2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) 2.1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1.7. სამოქმედო გეგმის 2.1.1 და 2.1.3 პუნქტებში მოცემული განსახლების ღონისძიებები არის ძირითადი, თუმცა სამინისტრომ დევნილებს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივები (მათ შორის, მაგალითად, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება). გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2016 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამ დევნილი ოჯახების შერჩევა განხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი