„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№472
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №472

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით  დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის (შემდგომში - სამოქმედო გეგმა)  2.1.7  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1.7. სამოქმედო გეგმის 2.1.1 და 2.1.3 პუნქტებში მოცემული განსახლების ღონისძიებები არის ძირითადი, თუმცა სამინისტრომ დევნილებს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივები (მათ შორის,  მაგალითად, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება). გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2016 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი ფაქტობრივი საცხოვრებელი. ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამ დევნილი ოჯახების შერჩევა განხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით.“.

2. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                        გ. კვირიკაშვილი