„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №50 |
|
2015 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის I1 და I2 თავები:
„თავი I1
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო თანამდებობები
1. მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:
ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განყოფილების უფროსი;
ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მთავარი სპეციალისტი.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა:
ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წამყვანი სპეციალისტი;
ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფროსი სპეციალისტი.
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო თანამდებობები
1. მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) გენერალური დირექტორი;
ბ) გენერალური დირექტორის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის დირექტორი;
დ) სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მდივანი.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ბ) მთავარი ბუღალტერი;
გ) განყოფილების უფროსი;
დ) სამდივნოს უფროსი.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა:
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი;
გ) უფროსი სპეციალისტი.
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:
ა) მდივან-სპეციალისტი;
ბ) სპეციალისტი. “.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:
,, თავი II1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობები
1. მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის დირექტორი.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ბ) განყოფილების უფროსი;
გ) მთავარი მრჩეველი;
დ) უფროსი მრჩეველი;
ე) ბუღალტერი.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა:
ა) მრჩეველი;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანაშემწე.“.
|