„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №399 |
|
2015 წლის 3 აგვისტო ქ.თბილისი |
„თავი XVI1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო თანამდებობები
1. მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:
ა) დეპარტამენტის დირექტორი/უფროსი;
ბ) დეპარტამენტის დირექტორის/უფროსის პირველი მოადგილე;
გ) დეპარტამენტის დირექტორის/უფროსის მოადგილე;
დ) მთავარი სამმართველოს უფროსი;
ე) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) სამმართველოს უფროსი;
ზ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
თ) სამსახურის უფროსი;
ი) სამსახურის უფროსის მოადგილე;
კ) განყოფილების უფროსი;
ლ) განყოფილების უფროსის მოადგილე.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) ქვეგანყოფილების უფროსი;
ბ) ცვლის უფროსი;
გ) მრჩეველი;
დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;
ე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
ვ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
ზ) ოპერატიული თანამშრომელი;
თ) უფროსი ინსტრუქტორი;
ი) ინსტრუქტორი;
კ) უფროსი გამომძიებელი;
ლ) უფროსი ინსპექტორი;
მ) ინსპექტორი;
ნ) უფროსი მებრძოლი;
ო) მებრძოლი;
პ) გამნაღმველი;
ჟ) მთავარი სპეციალისტი;
რ) წამყვანი სპეციალისტი;
ს) ოფიცერი;
ტ) ექსპერტი;
უ) თანამშრომელი.
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:
ა) სპეციალისტი;
ბ) დაცვის თანამშრომელი;
გ) დამხმარე მოსამსახურე.“.
|