⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.01.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 23.01.2020
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,711 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2015 მიღება
23.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
3 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
4 კონოთეატრები და თეატრები
5 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
6 სასტუმროები
7 საავადმყოფოები
8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები, სასწრაფოები
9 სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
10 სასურსათო საქონლის მაღაზიები
11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები
12 ტანსაცმლის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიები
13 ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
14 აგრარული ბაზრები
15 შერეული საქონლის ბაზრობები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2015 წლის 13 თებერვალი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და  მისი ოდენობა დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗   ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 09/02/2012წ., ს/კოდი: 210070000.35.140.016035). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი №1 ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და  მისი ოდენობის დადგენის შესახებ მუხლი 1🔗 ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის მოსაკრებლები: ა) მოსაკრებელი  მშენებლობის  ნებართვისათვის  (გარდა  განსაკუთრებული  მნიშვნელობის  რადიაციული  ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა); ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის; გ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის; დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 1. მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის  რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობის 1მ​2-ზე - 1 ლარის ოდენობით; ბ) სტიქიური უბედურების შედეგად  დაზიანებული  ობიექტის  მშენებლობისათვის   1მ​2-ზე  -  0,30  ლარის ოდენობით. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული  ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების  (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის)   დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის  ოდენობა განისაზღვროს: ა) II  და III კლასის შენობა ნაგებობის შემთხვევაში: ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 200 (ორასი) ლარი; ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში: ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 1300 (ერთი ათას სამასი) ლარი; ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 800 (რვაასი) ლარი. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: ა) ერთ სულ მოსახლეზე ასპინძის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე - 0,50 ლარის ოდენობით; ბ)   იურიდიული   პირების,   ორგანიზაციების   და   დაწესებულებებისათვის   ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. 4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2 000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით; დ) სისტემურ-ელექტრონული  ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40 000  ლარის ოდენობით; ე) ლატარიების  მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან  მიღებული  ამონაგების   20%-ის ოდენობით; ვ) აზარტული ან/და   მომგებიანი თამაშობის  მოწყობის ნებართვით ორგანიზებული   ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით  მოწყობილი  აზარტული  ან/და მომგებიანი  თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 9 000 ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 7 000 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს: ა) სახელმწიფოს  ან ადგილობრივი  თვითმმართველი  ერთეულის 100 % - იანი წილობრივი  მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა  განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული  ან  ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის  ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან; ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველი პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. დანართი №2 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“   და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი აწესრიგებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების  წარმომქმნელთა მიერ  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს,  განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის  წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს  ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. 4. ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი. 5. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების,   რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სამედიცინო ნარჩენების მართვის, აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები. 7. საყოფაცხოვრებო  ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც  სახლებში,  ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო  საცხოვრებლებსა  ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ასპინძის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მყოფი და/ან  მოქმედი  ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების  მიერ  პირადი   საჭიროების მიზნით  განხორციელებული   სამშენებლო  საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს. 8. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ–სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 9. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია ასპინძის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის - სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა  და იურიდიული  პირებისათვის  – დაგროვებული  ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის,   ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში - ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. ასპინძის მუნიციპალიტეტის  მოსახლის  მიერ მოსაკრებელი  გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში, ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და  წარუდგენს ყველა მესაკუთრის   თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის,  დაწესებულებისა და   იურიდიული  პირის   სახელზე,  რომლის  საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული  ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 7. მესაკუთრე ფიზიკური პირი  (გარდა  მეწარმე  ფიზიკური  პირისა),  რომლის  საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა  რაოდენობის ცვლილების შესახებ, 30 დღის განმავლობაში, აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. 8. ნარჩენების  წარმომქმნელი  მცხოვრების  რაოდენობის  შეცვლის  შემთხვევაში, მიმდინარე  თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 9. მესაკუთრის  შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა  მესაკუთრემ  მოსაკრებლის  მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის  დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში  შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში  მიღების  შემთხვევაში. ორგანიზაციების,  დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის  ვალდებულებისაგან   გათავისუფლებულია ის  მოსახლე,  რომელიც  ცხოვრობს სასტუმროს  ტიპის  საცხოვრებელში, იმ  შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი  თვითონ სარგებლობს  შესაბამისი მომსახურებით. 3. მომსახურების  ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის  შემთხვევაში, მოსაკრებლის  გადამხდელის  მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 4. გაწეული მომსახურების  შეფერხების,  შეზღუდვის,  დაგვიანების,   აგრეთვე,  მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 5. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), თითოეული მოსახლის ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ  თვეზე მეტი ვადით   გასვლისას, უფლება  აქვს მოითხოვოს   მოსაკრებლის   შესაბამისი   ოდენობით   შემცირება,  რისთვისაც იგი წინასწარ, წერილობით მიმართავს მოსაკრებლის  გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი მოსაკრებელი რომელიც ამოღებულია მოსახლეობისაგან მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო იურიდიული პირებისაგან ხელშეკრულებით ამოღებული მოსაკრებელი ირიცხება შპს ასპინძის კეთილმოწყობის ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ასპინძის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან  ელექტრონული ანგარიშსწორების   საშუალებით.     2. ქვითრის ტიპური ფორმის რეკვიზიტებია: ა) მესაკუთრის მონაცემები; ბ)  ბიუჯეტის  შემოსულობების   ერთიანი  ანგარიშის  ნომერი;  სახელმწიფო   ხაზინის  კოდი;   მოსაკრებლის სახაზინო კოდი; გ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; დ) გადასახდელი თანხა; ე) გადახდის ვადა; ვ) გადახდის ადგილი. 3.  მოსაკრებელი  გადაიხდევინება  ყოველთვიურად,  თვეში  ერთხელ,  ყოველი  თვის  ბოლო  კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შპს ,,ასპინძის კეთილმოწყობის“ სამსახურს. დანართი №3 მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების,საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის № სამეწარმეო საქმიანობა ზომის ერთეული ,,რ“ ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (1მ​3  15 ლარი) (სვეტი №4) : 12 თვე x 15 ლარი 1 2 3 4 5 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0,01 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,12 0,15 3 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,2 0,25 4 კონოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,08 0,10 5 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთ მოსწავლეზე 0,04 0,05 6 სასტუმროები ერთი საწოლი 0,8 1 7 საავადმყოფოები ერთი საწოლი 0,08 1 8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები, სასწრაფოები საერთო ფართის 1 მ​2 0,16 0,2 9 სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები ღია ფართის 1 მ​2 0,004 0,005 10 სასურსათო საქონლის მაღაზიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,3 0,38 11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,12 0,15 12 ტანსაცმლის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,08 0,10 13 ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,24 0,3 14 აგრარული ბაზრები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,08 0,10 15 შერეული საქონლის ბაზრობები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,21 0,26 16 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1 მ​2 0,02 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,1 17 ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,1 18 ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები ღია ფართის 1 მ​2 0,02 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,10 19 აბანოები, საუნები საერთო ფართის 1 მ​2 0,18 0,22 20 სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის 1 მ​2 0,24 0,30 21 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,24 0,30 22 საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისთვის ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,08 0,10 23 საცხობები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,26 0,32 24 დისკოთეკები,ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,36 0,45 25 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0,01 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: მ = გ X რ. მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი) გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და  ა.შ.).