ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
matsne.gov.ge 238 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.10.2015 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 07.12.2015 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 21.02.2018 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 18.07.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2015 წლის 13 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი N1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის ორგანოთა  მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი მუხლი 1🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე (სახაზინო კოდი 300243173), საბანკო დაწესებულების მეშვეობით. მუხლი 2🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტი მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. მუხლი 3🔗 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს. მუხლი 4🔗 საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს: ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0.05 ლარს; ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭვდა – ერთი გვერდი – 0.10 ლარს; გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – ერთი დისკი – 2.65 ლარს.