წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.12.2015 ბოლო ცვლილება 05.03.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.155.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2015 წლის 7 დეკემბერი

ქ. წალკა


 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
მუხლი 1
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან  საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. 
მუხლი 2
 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და გამგეობა  მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.

 

მუხლი 3
 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 10 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.03.2018.
როდის იქნა მიღებული „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“?
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ მიღებულია 07.12.2015. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.155.016181.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.03.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“, №29, 07.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016181 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3076097/