ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2015 წლის 8 მაისი ქ. რუსთავი |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
მუხლი 3
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 10 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|