ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.02.2015 ძალადაკარგული 17.02.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016161
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (9 მუხლი)
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 9

2015 წლის 16 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები  დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე



დანართი №1
ადიგენის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

     ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

     ბ)  ევროპული ქარტია  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

     გ)  საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

    დ)  საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

     ე)  საქართველოს კანონი  „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ .

2. ასევე მოეთხოვებათ:

     ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერითი კომინიკაციის უნარი;

     ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

     გ) უნარ-ჩვევები.

მუხლი 2
   ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური  სიტუაციების მართვა. სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში  საქმიანობის  გამოცდილება.
მუხლი 3
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა. სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში  საქმიანობის  გამოცდილება.
მუხლი 4
ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება  (სასურველია უმაღლესი განათლება),  კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა (სასურველია იმ ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელი).
მუხლი 5
გამგეობისა და საკრებულოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ტექნიკური ან უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (სასურველია უმაღლესი განათლება), კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
მუხლი 6
გამგეობისა და საკრებულოს წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება), კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.02.2017.
როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.02.2015. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.137.016161.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.02.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №9, 16.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016161 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2731837/