დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2015 წლის 16 თებერვალი ქ.დუშეთი |
2. ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან მასზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.30 ლარით თვეში.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
|
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან.
2. გადამხდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
5. მოსახლეობაში ნარჩენების წარმომქმნელ პირთა რაოდენობის შეცვლისას, მიმდინარე თვის მოსაკრებელი დაიფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის შეცვლისას, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს გამგეობის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან - საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
4. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტით ან - გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით;
5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.
6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტისას, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა. ,,ტარიფი’’ – 1 მ3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლობისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა – პატრონობის ტარიფი. |