საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
matsne.gov.ge 962 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 24.06.2022 შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 24.10.2019 საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 09.03.2015 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 94% 28.12.2020 დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 23.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №60 2015 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების  მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა  და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად,  შეიქმნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების  საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, კომისიის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა  დაცვისა  და  გენდერული თანასწორობის საკითხებში, კომისიის წევრი; საქართველოს  პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ქალაქ თბილისის პროკურორი, კომისიის წევრი; საქართველოს პრეზიდენტის თანაშეწე ეროვნული უშიშროების საკითხებში -  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი,  კომისიის წევრი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, კომისიის მდივანი. მუხლი 2🔗 კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს შესაბამისი  სამართლებრივი  აქტებისა და კონცეპტუალური დოკუმენტების  პროექტების საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღების (დამტკიცების) მომენტამდე. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.  2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები  კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:  ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების მიმართულებით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა;  ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;  გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.  მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი  კომისია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:  ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციას;  ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემატიკის შესწავლა-ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;  გ) ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების საკითხების თაობაზე მოიპოვებს და შეისწავლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;  დ) შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით;  ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების მიზნით, შეიმუშავებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს;  ვ) მოიწვევს ექსპერტებს, სახელმწიფო უწყებების, კომერციული იურიდიული პირების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხების თაობაზე წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;  ზ) ქმნის სამუშაო ჯგუფებს კომისიის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შესამუშავებლად და ასევე, განსაზღვრავს მათ შემადგენლობას. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შესაძლოა, შედიოდნენ ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები.  მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია  1. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და სხვა წევრები.  3. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.  4. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს.  5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შეიძლება, მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.  6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.  7. კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს, უგზავნის კომისიის წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს მის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. კომისიის მდივანი, ასევე, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით უზრუნველყოფას კომისიის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების თაობაზე.  8. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს, სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე, წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.  9. კომისიის მომდევნო სხდომის თარიღი განისაზღვრება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.  10. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის ერთ-ერთი წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.  11. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალ­დებუ­ლოა. კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუ­შვე­ბე­ლია.  12. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია, წინასწარ აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. ამასთან, უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში.  13. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 14. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე დასასწრებად, ხმის უფლების გარეშე, შესაძლოა, მოწვეული იქნენ კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის (ჯგუფების) წევრები, მათ კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების კომისიის სხდომაზე განხილვის მიზნით. 15. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის სხდომა ცხადდება დახურულად სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხების განხილვის შემთხვევაში. 16. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 17. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.  მუხლი 5🔗. კომისიის გაუქმება და მის დებულებაში ცვლილების შეტანა კომისიის გაუქმება, ასევე, მის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.