ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2015
ძალის დაკარგვა 13.01.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.170.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.01.2016
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2015 წლის 16 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კანონის „სოციალური დახმარების შესახებ” მე-18 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №73 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება.
მუხლი 1🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიება (ვეტერანთა კავშირის დაფინანსება, მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატი);
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა;
დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;
ე) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა;
ვ) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2015 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა);
ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;
თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა;
ი) პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“ (სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება ზამთრის პერიოდში);
კ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა;
ლ) ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება, მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა და ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში ხდება, სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება გაიცემა 5 თვის განმავლობაში (ნოემბერი-მარტი), ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
მუხლი 2🔗.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება;
გ) უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფა;
დ) უმწეო ოჯახების მეორადი სახურავებით უზრუნველყოფა;
ე) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება;
ვ) სოციალური საცხოვრისის გაზიფიკაცია.
მუხლი 3🔗.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები
1. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა ითვალისწინებს:
ა) 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარით;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ან ომის მონაწილის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით. სარიტუალო თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც.
2.დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) საბანკო ანგარიში.
3. ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1. მარტოხელა დედებზე, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
2. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება: 4 შვილი - 200 (ორასი) ლარი, ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 100 ლარი. დახმარების მისაღებად მშობელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
3. დედ- მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
გ) მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) თითოეული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
ვ) მეურვეობის ცნობა.
ზ) მეურვის საბანკო ანგარიში.
4. ტყუპი შვილის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარი. დახმარების მისაღებად მშობელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი.
დ) საბანკო ანგარიში.
5. პირველი-მეორე ახალშობილის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმწეობის შესახებ (სარეიტინგო ქულა 57000-ზე ნაკლები)
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) მშობლის საბანკო ანგარიში.
მუხლი 5🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (I ჯგუფი) და ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დაცვა
1.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე (I ჯგუფი) და ონკოლოგიურ ავადმყოფებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინვალიდობის მოწმობა ან ცნობა (I ჯგუფი) ონკოლოგიური ავადმყოფობის შემთხვევაში ფორმა N100.
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 6🔗.
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
მარჩენალდაკარგულ პირზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მეურვეობის დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 7🔗.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვა
100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარი. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა).
მუხლი 8🔗.
2015 წელს ხანძრით და სტიქიით (ქარბუქით, დიდთოვლობით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად), ასევე სხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სოციალური დაცვა
1. ხანძრით და სტიქიით (ქარბუქით, დიდთოვლობით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად), ასევე სხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებიზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300-დან 1000 ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სახანძროდან ხანძრის შემთხვევაში;
დ) სოციალური კომისიის ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში;
ე) საბანკო ანგარიში.
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 65 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალი) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის მიზნით. (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 ლარის ოდენობით). დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა რეესტრიდან ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან;
ე) სხვა არსებული დოკუმენტები;
ვ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 9🔗.
უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.000, ზამთრისათვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად ერთჯერადად გაიცემა 100 (ასი) ლარი. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) უმწეობის მოწმობა;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 10🔗.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა
1. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისათვის ოჯახის წევრებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) დაინტერესებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები).
2. გარდა პირველი პუნქტით გათვალისიწიებულისა, სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარებები პროგრამების შესაბამისად (სარეიტინგო ქულა 57000-ზე დაბალი).
მუხლი 11🔗.
მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება
განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებზე (250 მოქალაქე) გათვალისწინებულია ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 57.000-მდე);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები.
მუხლი 12🔗.
პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი 14 ბინიანი სოციალური სახლი, სადაც ჩასახლებულია 8 ადგილობრივი და 7 დევნილი უმწეო ოჯახი. სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს ამ ოჯახთა დროებით თავშესაფარს. აღნიშნულ ოჯახებში ეკონომიური პირობების გაუმჯობესების ან სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის მიერ განხორციელდეს მათი ჩანაცვლება სხვა უმწეო და უსახლკარო ოჯახებით.
2.პირველ პუნქტში მითითებული საცხოვრისში განთავსებულ 14 ოჯახზე ზამთრის პერიოდში (ნოემბერი-მარტი) გაიცემა დახმარება კომუნალური ხარჯების დაფარვის მიზნით 100 ლარი.
3. პირველ პუნქტში მითითებული საცხოვრისში 2015 წელს განხორციელდეს საცხოვრისის გაზიფიკაცია.
მუხლი 13🔗.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
საახალწლოდ, სააღდგომოდ მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციართათვის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის, დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის და სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული ოჯახებისთვის განხორციელდეს საჩუქრების გადაცემა საკვები პროდუქტების სახით.
მუხლი 14🔗.
მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება
ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა ტრანსპორტირების დაფინანსება განისაზღვროს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარით.
მუხლი 15🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური;
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
მუხლი 16🔗.
სოციალური სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური.
მუხლი 17🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
4.დოკუმენტაციაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახური მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.