ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2016 წლის 8 იანვარი ქ. ზუგდიდი |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი
დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა;
დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;
ე) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) და ღვაწლმოსილი მოქალაქეების სოციალური დაცვა;
ვ) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2016 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა);
ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;
თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფის პროგრამა;
ი) შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსებას;
კ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის და მოვლის საჭიროების მქონე ომის ვეტერანის მოვლის საზღაურის დაფინანსება, მარტოხელა დედების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე, ქალაქ ზუგდიდში ღვაწლმოსილი პენსიის ასაკის მოქალაქეების 100-ლარიანი დანამატი (10 ბენეფიციარი) და ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება ყოველთვიური ხასიათისაა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება;
გ) უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფა;
დ) უმწეო ოჯახების მეორადი სახურავებით უზრუნველყოფა;
ე) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება;
ვ) სოციალური საცხოვრისის გაზიფიკაცია და ეზოს კეთილმოწყობა.
ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, წლიური დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი, 5 შვილზე-500 (ხუთასი) ლარი, 6 შვილზე-600 (ექვსასი) ლარი, 7 შვილზე-700 (შვიდასი) ლარი, 8 შვილზე-800 (რვაასი) ლარი, 9 შვილზე-900 (ცხრაასი) ლარი და ა. შ.
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ა) დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.გ) მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ე) თითოეული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ვ) მეურვეობის ცნობა;.
ა.ზ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი,
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5. პირველი-მეორე შვილის (ახალშობილის) შეძენა(უმწეო ოჯახები)- 200 (ორასი) ლარი,
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმწეობის შესახებ(სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები);
ა.დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინვალიდობის მოწმობა ან ცნობა (I ჯგუფი). ონკოლოგიური ავადმყოფობის შემთხვევაში 2016 წელს გაცემული ფორმა N100;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მეურვეობის დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2.დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა სახანძროდან ხანძრის შემთხვევაში;
ა.დ) სხვა სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის გარდა) სოციალური სტატუსის (უმწეობის 65.000-მდე) დამადასტურებელი ცნობა;
ა.ე) სოციალური კომისიის ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში;
ა.ვ) საბანკო ანგარიში.
2) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 70 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალი) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის მიზნით. (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 ლარის ოდენობით).
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა რეესტრიდან ქონების შესახებ;
ა.დ) უმწეობის მოწმობა;
ა.ე) სხვა არსებული დოკუმენტები;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) უმწეობის მოწმობა;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) მემკვიდრის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) მემკვიდრის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);
ზ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-მდე);
თ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) უმწეობის მოწმობა(სარეიტინგო ქულა 65.000-მდე);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები.
2.ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა N100) შესაბამისი დაწესებულებიდან;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.