1. სახელმწიფო კონტროლის მიზანია:
ა) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დადგენილი ნორმების/წესების შესრულების უზრუნველყოფა.
2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობით, რეგულირების ობიექტის ინფორმირებისა და სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნის გზით;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებით;
გ) ინსპექტირების განხორციელებით;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ზომების გატარებით;
ე) რეგულირების ობიექტის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას დადგენილი წესით უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებში გადაცემი