სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯების გაწევით;
ბ) რეგულირების ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) დარღვევათა გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება;
დ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენება;
ე) საკონტროლო საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშგება;
ვ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფ