1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების განუხრელი დაცვა, პიროვნების ღირსების პატივისცემა;
გ) კონსპირაციის წესების დაცვა;
დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მართვის ცენტრალიზაცია და ერთიანობა.
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო და ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. (ამოღებულია - 22.03.2017, №477).
საქართველოს 2017 წლის 22
მარტის
კანონი
№477
- ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.03.2017 კანონი №477
წინა რედაქცია (30.11.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპები 1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების განუხრელი დაცვა, პიროვნების ღირსების პატივისცემა; გ) კონსპირაციის წესების დაცვა; დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მართვის ცენტრალიზაცია და ერთიანობა. 2. კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო და ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. კონტრდ(აზვერვითი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია არ არის საქართველოს პირების უფლებების შეზღუდვის საფუძველი - 22.03.2017, №477).