ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობა – საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად;
ბ) ოპერატიული საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
დ) ოპერატიული ინფორმაცია – ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები;
ე) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია – მონაცემები, რომლებიც ასახავს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობას და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს;
ვ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დაზვერვით ან/და კონტრდაზვერვით (ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და სხვა) ღონისძიებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები – უცხო ქვეყნის სპეციალური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ;
თ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა – უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია:
თ.ა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება;
თ.ბ) საქართველოს ხელისუფლებასა და მის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად;
ი) ოპერატიული აღრიცხვის საქმე – ფიზიკური ან იურიდიული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის და მათთან დაკავშირებული ქმედებებისა და გარემოებების შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის სპეციალური სამსახურების ოპერატიულ წარმოებაში არსებული საქმე, რომელშიც სისტემატიზებული და კონცენტრირებულია მასთან დაკავშირებით მოპოვებული ოპერატიული მასალები;
კ) საქართველოს პირი:
კ.ა) საქართველოს მოქალაქე;
კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ;
ლ) უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის „კ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა;
მ) უცხო ქვეყნის წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
ნ) ელექტრონული თვალთვალი − ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ო) შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი – ელექტრონული თვალთვალი, განხორციელებული სატელეფონო ან სხვა სახის ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით;
პ) ელექტრონული თვალთვალის და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო);
ჟ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება;
რ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ელექტრონული თვალთვალის ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი ან მომხმარებლის სახელი;
ს) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ62“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ტ) სპეციალური სამსახური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამინისტროების/სამსახურების იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები;
უ) ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს:
უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით;
უ.ბ) ამ კანონის 147 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით;
ფ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემა;
ქ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;
ღ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;
ყ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი (შემდგომ − მონაცემთა ცენტრალური ბანკი) − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ცენტრალური ბანკი;
შ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული და ამ კანონის 142 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის.
საქართველოს 2017 წლის 22
მარტის
კანონი
№477
- ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.03.2017 კანონი №477
წინა რედაქცია (30.11.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობა – საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად; ბ) ოპერატიული საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; დ) ოპერატიული ინფორმაცია – ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები; ე) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია – მონაცემები, რომლებიც ასახავს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობას და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს; ვ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დაზვერვით ან/და კონტრდაზვერვით (ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და სხვა) ღონისძიებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; ზ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები – უცხო ქვეყნის სპეციალური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ; თ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა – უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია: თ.ა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება; თ.ბ) საქართველოს ხელისუფლებასა და მის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად; ი) ოპერატიული აღრიცხვის საქმე – ფიზიკური ან იურიდიული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის და მათთან დაკავშირებული ქმედებებისა და გარემოებების შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის სპეციალური სამსახურების ოპერატიულ წარმოებაში არსებული საქმე, რომელშიც სისტემატიზებული და კონცენტრირებულია მასთან დაკავშირებით მოპოვებული ოპერატიული მასალები; კ) საქართველოს პირი: კ.ა) საქართველოს მოქალაქე; კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ; ლ) უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის „კ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა; მ) უცხო ქვეყნის წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; ნ) ელექტრონული თვალთვალი − ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; ო) შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი – ელექტრონული თვალთვალი, განხორციელებული სატელეფონო ან სხვა სახის ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით; პ) ელექტრონული თვალთვალის და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონის ფძიების განხორციელების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიყფო ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო); ჟ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ჩელექტრონული თვაწლთვალის ღონისძიება; რ) ელექტრონული თვა, ლთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ელექტრონული თვალთვალის ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი ან მომხმარებლის სახელი; ს) ელექტრონული კომუნიკა დციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექსტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ62“ ქვშეპუნქტირთ გათვალისწინებული მონაცემები; ტ) სპეციალური სამსახური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამინისტროების/სამსახურების იმავე დადგენ (კილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრგუქტურული ქვედანაყოფები; უ) ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენ, ილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს: უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინერბულ ქი ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონ, ტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით; უ.ბ) ამ კანონის 147 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენ დტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდგუენტიფიცირებელ მონაპცემთა ცენტრატლური ბანკისთა კონ მტროლის ელექტრთონული სისტებმით; ფ) კონტროლის ელექტრონული, მ სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემა; ქ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემაშ − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპებრატიულ-ტებქნიკური ს გამოყაგენტოს შესახები“ საქართ; ველო) შს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინხმებული სისტემა; ღ) ელექტრონული თვკომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთვა ცენტრალური –ბანკის კონტროლის ელექტრონული თვსისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნი, გკური სააგენხტოს შესახებ“ საქარცთველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საისტემა; ყ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი (შემდგომ − მონაცემთა ცენტრალური ბანკი) − „სხაჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ცენტრალური ბანკი; შ) ელექტრონული კთვალთვშალირს ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორთ-მაცია − ელექტრონული თვალთვალი მს ღონისძიების შედეგაწდ მილღებული და ამ კანონის 142 მუხლის მე-2 პუნქტის შესარბამის წად დამუშავებული ინფორმაცილა, რომელსაც აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი თსანხქმიანობის მიზნებისთვის.