დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ალექსანდრე თოფურია
დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და
სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობათა სარგოები(ლარებში)
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
მერი
2750
2
ვიცე-მერი
2500
3
მერის მოადგილე
2450
წამყვანი საჯარო თანამდებობა
4
სამსახურის უფროსი
2000
უფროსი საჯარო თანამდებობა
5
მერის თანაშემწე
1300
6
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი
1400
7
სამსახურის უფროსის თანაშემწე
1300
8
განყოფილების უფროსი
1300
9
მთავარი სპეციალისტი
1000
უმცროსი საჯარო თანამდებობა
10
წამყვანი სპეციალისტი
900
11
სპეციალისტი
700
დანართი №2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობათა სარგოები (ლარებში)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2750
2
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე
2500
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
2400
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
2400
წამყვანი საჯარო თანამდებობა
5
აპარატის უფროსი
2000
უფროსი საჯარო თანამდებობა
6
განყოფილების უფროსი
1300
7
თავმჯდომარის თანაშემწე
1300
8
მთავარი სპეციალისტი
1000
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №5/6, 18.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016257 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2736547-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია