📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 19.02.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,789 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 17.12.2015 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.12.2025 ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.12.2025 ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.01.2026 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2015 წლის 19 თებერვალი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16  მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების   შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №6 დადგენილება - „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 03/02/2015. მიღების თარიღი: 29.01.15 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016191). მუხლი 3🔗 „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 თებერვლის №11 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 01 აპრილიდან. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს  ახალციხის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება ერთჯერადად 1. მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს  0-დან 100000-ის ჩათვლით, მოსარგებლეს აუნაზღაურდება სამედიცინო გამოკვლევაზე მის მიერ გადასახდელი, ან გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, მოსარგებლეს აუნაზღაურდება სამედიცინო გამოკვლევაზე მის მიერ გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. 3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); ე) ანგარიშ-ფაქტურა; ვ) კალკულაცია; ზ) პირადი ანგარიში; თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში); ი) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ანგარიშ-ფაქტურა (მოქალაქის მიერ გამოკვლევის პირადად დაფინანსების შემთხვევაში). 4. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან მოქალაქის პირად ანგარიშზე მის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურის და ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. მუხლი 2🔗. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება ერთჯერადად 1. მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს  0-დან 70000  ჩათვლით, მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა; 2. მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს  70001-დან 200000 ჩათვლით და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორას) ლარს, აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა. 3. მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 200000-ზე მეტს და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხას) ლარს,  აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა. 4. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); ე) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ზ) სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი; თ) სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი. 5. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის  საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 3🔗. სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ერთჯერადად, რომელიც არაა გათვალისწინებული მუხლი 2🔗-ით 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს ერთჯერადად აუნაზღაურდება სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციის გადასახდელი  ხარჯების 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ. 2. წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის  საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 4🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. ერთჯერადად ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 125 ლარს. 2. ერთჯერადად ყოველ მესამე ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 200 ლარს. 3. ერთჯერადად ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 250 ლარს. 4. განმცხადებელმა  უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და მეტ ახალშობილზე); ე) მშობლის საბანკო ანგარიში. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ერთ-ერთი მშობლის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 5🔗. ა(ა)იპ  – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ –  სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეების სწავლის ღირებულება დაფინანსდება გადასახდელი თანხის 100%-ით. დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები; ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები; გ) დედით ან მამით ობოლი ბავშვები; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით  გადაადგილებულ პირთა შვილები; ე) მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი); ვ) ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები. 2. ააიპ სამუსიკო და სამხატვრო სკოლების კონტინგენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლის სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის სამხატვრო სკოლაში", ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 100%-ით. დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები; ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები; გ) დედით ან მამით ობოლი ბავშვები; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები; ე) მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი); ვ) ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები. 3. ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2015 წლის  ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ იმ  მშობელთა შვილების სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში, რომელზეც არ ვრცელდება  ამ მუხლის 2-ე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. აღნიშნული კატეგორიის მე- 4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" დაფინანსდება 10 (ათი) ლარის ოდენობით. 4. განმცხადებელმა  უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) ომის მონაწილის მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში); ე) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში); ვ) გარდაცვალების მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში); ზ) ლტოლვილის, ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა; თ) მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა. მუხლი 6🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ, მიმდინარე საანგარიშო წელს გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით. 2. ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირთა  გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება. 3. წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობის ასლი); ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული    უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგ მოქალაქეებზე: ა) შურა ლაბაძე (პირადი №47001026021); ბ) ივანე ლაბაძე (პირადი №47001030342); გ) ლაზარე ხითარიშვილი (პირადი №47001020679); დ) მარიამ კაპანაძე (პირადი №47001019536); ე) მარიამ ლაბაძე (პირადი №47001034719); ვ) თეიმურაზ თაბაგარი (პირადი №47001029805). 3. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული    უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რეგისტრირებულ დაზარალებულ უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში. 2. ახალციხის მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანამონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და თანამონაწილეობის ოდენობა  განისაზღვრება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის არაუმეტეს 50%-ისა. 3. მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებელის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობების ასლები; გ) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილი ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანხის გამოყოფის შესახებ; დ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა  შესასყიდი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ; ე) გეოლოგიური დასკვნა შესაძენი უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ; ვ) უძრავი ქონების გამყიდველის პირადობის მოწმობის ასლი. 4. ანაზღაურება განხორციელდება უძრავი ქონების მყიდველსა და გამყიდველს შორის ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების წარმოდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 9🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ომის ვეტერანები: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები; ბ) ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი; ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 10🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მიიღებენ 150 ლარს. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი; ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 11🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დახმარება 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპული ოჯახები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს (6 მაისს – გიორგობას). 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი; ბ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) ვეტერანის ოჯახის წევრის ანგარიშის ნომერი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ოჯახს წევრის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 12🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება 1. მოსარგებლე – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 100 წელს გადაცილებული უხუცესები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს. 2. დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი; ბ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 13🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ პირების სოციალური დახმარება 1. მოსარგებლე – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული I-II ჯგუფის სტატუსის მქონე  უსინათლო პირები მიიღებენ 150 ლარს. 2. მოსარგებლე – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული I ჯგუფის სტატუსის მქონე შშმ პირები მიიღებენ 150 ლარს. გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისა. 3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი; ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის ფორმა #IV-50/4 სსე აქტის ამონაწერის ასლი; დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წელიწადში ორ ნაწილად, 75-75 ლარით, სააღდგომოდ და საახალწლოდ მოსარგებლის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 14🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ერჯერადი დახმარება საშენი მასალებით 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები საჭიროებენ გადაუდებელ - აუცილებელ შეკეთებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის შესაკეთებლად მიიღებენ ერთჯერად დახმარებას სამშენებლო მასალის სახით (არაუმეტეს 300 ლარისა). ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ. 2. მოსაგებლე: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს  0-დან 100000 ქულის ჩათვლით; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახები; გ) დედით ან მამით ობოლი ბავშვების ოჯახი; დ) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი); ე) ავღანეთის ომის მონაწილეთა ოჯახები. 3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) მოქალაქის განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); დ) ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები (საჭიროების შემთხვევაში); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ მოწოდებული წერილობითი დასაბუთება თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით. მუხლი 15🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ფართზე მიყენებული ზარალისთვის დაზარალებულ ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. 2. ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელ ფართზე მიყენებული ზარალისთვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან); დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული წერილობითი დასაბუთება თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით; ე) პირადი საბანკო ანგარიში. 4. ზარალის ოდენობას განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფი. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 16🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) სურსათის სახით მიიღებენ დახმარებას სააღდგომოდ და საახალწლოდ. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციარები ) ზამთრისათვის გათბობის  უზრუნველსაყოფად მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 ლარის ოდენობით. 3. გათბობის უზრუნველსაყოფად თანხის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, კვებაზე მყოფი ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 17🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჰემო-დიალეზზე მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარება 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჰემო-დიალეზზე მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარება მოხდება 300 ლარის ოდენობით. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ბენეფიციარი პირის განცხადება; ბ) ბენეფიციარი პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარი პირის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100); დ) ბენეფიციარი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წელიწადში ორ ნაწილად, 150-150 ლარით, სააღდგომოდ და საახალწლოდ მოსარგებლის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 18🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურებით 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ერთი ლაბორატორიული ანალიზით. 2. მოსარგებლე – მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 57000 ქულას. 3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოწოდებული მოხსენებითი ბარათი საანალიზო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მითითებით; ბ) მოსარგებლის სახელზე გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; 4. მომსახურების ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის მომწოდებელ სამსახურთან. ანაზღაურება მოხდება სერვისის მომწოდებელი სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის (წერილი, ანგარიშ-ფაქტურა და კაკულაცია) წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 19🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  დახმარება 140 ლარის ოდენობის სასურსათო პაკეტით 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა ოჯახების დახმარება სურსათის სახით სააღდგომოდ და საახალწლოდ. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით; 2. მოსარგებლე -  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა, ან  იძულებით გადაადგილ პირთა ოჯახები; 3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი; ბ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოსარგებლის ლტოლვილის, ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; მუხლი 20🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებს დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) მეურვის განცხადება; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) მეურვის პირადი ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის პირად ანგარიშზე. მუხლი 21🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოში კვების დაფინანსება     1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ უფასო სასადილოში ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით ყოველდღიურად ისარგებლებენ ერთჯერადი კვებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები: ა) მარტოხელა პენსიონერები; ბ) მრავალშვილიანთა ოჯახები  და ობოლი ბავშვები (დედით, ან მამით) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული  150  000 ქულის ჩათვლით; გ) I და I I ჯგუფის შშმ პირთა ოჯახები; დ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული  0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით; ე) დედ-მამით ობოლი ბავშვები; ვ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები; 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) მარტოხელა პენსიონერებისათვის: ა.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ბ) მრავალშვილიანთა ოჯახებისა  და ობოლი ბავშვებისათვის (დედით, ან მამით) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული  150  000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით: ბ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები; ბ.დ) ობოლი ბავშვების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები; ბ.ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის  ამონაწერი; გ) I და I I ჯგუფის შშმ პირთა ოჯახები; გ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ.ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის (მოსარგებლე ბავშვის შემთხვევაში,       დაბადების მოწმობის) ასლი; გ.გ) ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი: გ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100) დედანი; დ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული  0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით: დ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; დ.გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ე) დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის: ე.ა) განმცხადებლის, პირადობის მოწმობის ასლი; ე.ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი ან ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ე.გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; ვ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები; ვ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ვ.ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; ვ.გ) ვეტერანის  მოწმობის ასლი.