„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3093-IIს
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.017611
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

 მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის სრული მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც გადაიზიდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთი, დაექვემდებაროს 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

  6. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიძლება ნებაყოფლობით ჩაუტარდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას ექვემდებარება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3093-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საგზაო მოძრაობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2015.
როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3093-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.017611.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3093-IIს, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.017611 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2739137/