ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 320 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.06.2022 ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 25.02.2015 ქალაქ ჭიათურის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 07.08.2020 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 75% 29.02.2024 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 74% 21.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №79 2015 წლის 25 თებერვალი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: 1. 1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი; 2. 3 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი; 3. ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი; 4. 1 დღე – 2 (ორი) ლარი; 5. 7 დღე – 5 (ხუთი) ლარი; 6. 30 დღე – 10 (ათი) ლარი; 7. 182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი; 8. 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი. მუხლი 2🔗 დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: 1. ტაქსებისათვის: ა. 10 დღე – 10 (ათი) ლარი; ბ. 20 დღე – 20 (ოცი) ლარი; გ. 30 დღე –  30 (ოცდაათი) ლარი. 2. სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის: ა. 1 დღე – 3 (სამი) ლარი; ბ. 30 დღე –  30 (ოცდაათი) ლარი; გ. 182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; დ. 365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. მუხლი 3🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი და მე–2 მუხლების შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ. მუხლი 4🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებებით ან კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი