ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.02.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლების მიზნით ნებადართული გზების განსაზღვრის თაობაზე ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №78
2015 წლის 25 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №242 დადგენილება „ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ“ /www. matsne.gov.ge 06.03.2014 №010250020.35.123.016194/.
მუხლი 2🔗
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასური პარკირების ყველა სახეობის ადგილებისათვის განსაზღვრული 1 /ერთი/ კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი