თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2015
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.03.2018
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2015 წლის 23 თებერავლი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №28 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
(ს.ს.კ 010260020.35.154.016179),
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
დანართი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური
1.
გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ)
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას;
გ)
მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას;
დ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
ე)
სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას;
ვ)
ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ)
წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
თ)
სტადიონების და სპორტული მოედნების გამართული ფუნქციების უზრუნველყოფა;
ი)
ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
კ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურული აგებულება
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან:
ა)
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში;
ბ)
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში.
გ)
მთავარი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში.
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით და ამ დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი III
სამსახურის მოხელეთა ფუნქციები
მუხლი 4🔗.
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, წინადადებების შემუშავებას მათი დაცვის, შენარჩუნების და პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით;
დ)
სკოლამდელი აღზრდის და კულტურის სფეროს დაწესებულებების სათანადო ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება და კონცეფციის შემუშავება;
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალურ პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ბ)
მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზაციის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა;
გ)
ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების პრობლემების შესწავლას, წინადადებების მომზადებას არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
დ)
წარმატებული სპორტსმენებისთვის საპატიო წოდებების მინიჭების და მათი დაჯილდოების შესახებ წინადადებების მომზადებას.
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
მთავარი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმის შემუშავებას;
ბ)
ტურიზმის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადებას;
გ)
კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადებას, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებისა მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
დ)
კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას.