თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2014 წლის 8 სექტემბერი დაბა თიანეთი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №25 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსკ - 010.260.020.35.154.000.383)
. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
გამგეობის კულტურის, განათლების
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური |
1.
გამგეობის კულტურის, განათლების,
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების,
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
კულტურის, განათლების,
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ბ)
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; |
გ)
მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; |
დ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; |
ე)
მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; |
ვ)
ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; |
ზ)
წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
თ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურული აგებულება |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან: |
ა)
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში; |
ბ)
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში. |
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. |
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით და ამ დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 4.
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
ბ)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
გ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, წინადადებების შემუშავებას მათი დაცვის, შენარჩუნების და პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით; |
დ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
ბ)
სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
გ)
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას; |
დ)
ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებების მომზადებას არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; |
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|