თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2015 წლის 23 თებერავლი დ. თიანეთი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №28 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“(ს.ს.კ 010260020.35.154.016179),
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური |
1.
გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ბ)
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას; |
გ)
მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას; |
დ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; |
ე)
სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას; |
ვ)
ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; |
ზ)
წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
თ)
სტადიონების და სპორტული მოედნების გამართული ფუნქციების უზრუნველყოფა; |
ი)
ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
კ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურული აგებულება |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან: |
ა)
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში; |
ბ)
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში. |
გ)
მთავარი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში. |
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. |
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით და ამ დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 4.
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
ბ)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
გ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, წინადადებების შემუშავებას მათი დაცვის, შენარჩუნების და პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით; |
დ)
სკოლამდელი აღზრდის და კულტურის სფეროს დაწესებულებების სათანადო ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება და კონცეფციის შემუშავება; |
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალურ პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; |
ბ)
მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზაციის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა; |
გ)
ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების პრობლემების შესწავლას, წინადადებების მომზადებას არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; |
დ)
წარმატებული სპორტსმენებისთვის საპატიო წოდებების მინიჭების და მათი დაჯილდოების შესახებ წინადადებების მომზადებას. |
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
მთავარი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმის შემუშავებას; |
ბ)
ტურიზმის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადებას; |
გ)
კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადებას, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებისა მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; |
დ)
კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.02.2015. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.154.016207.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.02.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №9, 23.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016207 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2740660/