მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.02.2015 ძალადაკარგული 26.07.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.108.016211
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 23 თებერვალი

ქ. სენაკი

 

        მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული  პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები.
მუხლი 2
  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი



 

                                                                                                                                                                   დანართი  

 

მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები

მუხლი 1
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის (შემდგომში –  ქონების ურთიერთგადაცემის) პირობებს.

2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – გამგებელი) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს (შემდგომში - საკრებულო) თანხმობით.

3. ქონების ურთიერთგადაცემის მხარე, მუნიციპალიტეტის გარდა, შეიძლება იყოს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან ამ პირთა გაერთიანებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

მუხლი 2
1. ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება.

2. ურთიერთგადასაცემი  ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე.

3. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს  ფულადი თანხით ან სხვა ქონებით.

4. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ განცხადების წარდგენის ან გამგებლის მიერ საკითხის ინიციირების შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ.

მუხლი 3
1. გამგეობის გადაწყვეტილება (სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს  შემდეგ  მონაცემებს;

ა) ცნობები მხარეების შესახებ;

ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები);

გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება;

დ)  არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწილის ანაზღაურება;

ე) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.

2. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილების  მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეებს შორის იდება ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება.

3. უძრავი ქონების ურთიერთგადაცემისას ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებიდან არანაკლებ 10 დღის ვადაში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მუხლი 4
ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 5
ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.