„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2015 წლის 23 თებერვალი ქ. სენაკი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
ბ) ორგანიზებას უწევს თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;
გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას;
ზ) ორგანიზებას უწევს პრესკომფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
თ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადებას და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას;
ი) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
კ) ახდენს საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;
ლ) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას;
მ) ახორციელებს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს ოფიციალური ვებგვერდისთვის ინფორმირების მოძიებას, მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას.“.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|