საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2015 ძალადაკარგული 16.03.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დადგენილი იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი - 189,4 ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილი იქნეს ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი-1-ის სიდიდით.
მუხლი 3
დამტკიცებული იქნეს ქ. საჩხერისათვის 1 კვ. მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CNN/15ლარი/=0,33X1X0,24X189,4 სადაც
1. CNN-არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი.                                                         
2. 0,33-არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი, განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის” №1 დანართის შესაბამისად.
3. 1-არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი.
4. 0,24- არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი.
5. 189,4-არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

 

მუხლი 4
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30%-4,5 ლარი.

 

მუხლი 5
დამტკიცდეს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი და ჭიათურა-უსახელო-კორბოული) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50-50 მეტრი) არსებული 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50%-7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები.
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილება (სსმ 06/03/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016081).

 

მუხლი 7
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე